გივი აბალაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გივი აბალაკი
დაბადების თარიღი 9 ნოემბერი, 1936 (1936-11-09) (87 წლის)
დაბადების ადგილი ბერბუკი, გორის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

გივი აბალაკი (დ. 9 ნოემბერი, 1936, სოფელი ბერბუკი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი) — ქართველი პოლიტიკოსი, სოფლის მეურნეობის მუშაკი.

1964 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი. 1964-1992 წლებში მუშაობდა პარტიულ და სამეურნეო თანამდებობებზე. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (გორის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]