განხილვა:ქანდაკება
იქნებ განვასხვავოთ სკულპტურა და ქანდაკება — Sculpture და Statue, ანუ სტატიები ცალ–ცალკე შევქმნათ, როგორც ვიკიპედიის სხვა საიტებზეა -- მერო 18:23, 20 ივლისი 2008 (UTC)
ანუ ეს სტატია გახდეს სკულპტურა და შეიქმნას ცაკლე ქანდაკება --გიგა პასუხი 18:27, 20 ივლისი 2008 (UTC)
- ეს ამბავი მეც მაწუხებდა, მაგრამ ქართულში ეს ორი ტერმინი განსხვავდება? -ალ-ო @ 18:36, 20 ივლისი 2008 (UTC)
რუსულ-ქართული ლექსიკონი статуя - ქანდაკება გვ. 731, თბ. 1993 скульптура - ქანდაკება, სკულპტურა იქვე, გვ. 603. რას გვეუბნება ქსე - ქანდაკება, სკულპტურა, პლასტიკა - სახვითი ხელოვნების დარგი. დანიშნულების მიხედვით ქანდაკება სხვადასხვა სახისაა:მონუმენტური ქანდაკება (გამიზნულია მოედნებზე, ქუჩებში, პარკებში, დიდ შენობებში დასადგმელად), მონუმენტურ-დეკორატიული ქანდაკება (უძველესი დროიდანვე არქიტექტურასთან იყო დაკავშირებული) და დაზგური ქანდაკება (განკუთვნილია ინტერიერისათვის). --ცანგალა (გ) 19:28, 20 ივლისი 2008 (UTC)
სტატუა - ქანდაკების ერთ-ერთი ძირითადი სახეობა. - ქსე, ტ. 9გვ. 557, თბ., 1985--ცანგალა (გ) 21:38, 20 ივლისი 2008 (UTC)
- ოღონდ ეგ ტერმინი არა... ძალიან გთხოვთ, მეც გამახსენდა, მაგრამ სპეციალურად არ ვთქვი --გიგა პასუხი 21:43, 20 ივლისი 2008 (UTC)
მგონი, სტატუს-კვო რომ შენარჩუნდეს ყველაზე კარგი გამოსავალია, და გამოთქმული აზრების უმეტესობაც ვეჭვობ აქეთ იხრება. ახლა რაც შეეხება ქანდაკებას და მის ზოგიერთ სინონიმს:
1. ქანდაკი, ქანდაკებული სახედ ჩამოსხმული მეტალლი, ანუ მოჭრილი ქუა, ძელი და მისთანანი. ნიკო ჩუბინიშვილი – ქართული ლექსიკონი. გვ. 399, თბ. 1961;
2. სტატუა [ლათ. statua] ადამიანის ან ცხოველის ქანდაკება, რომელიც ნატურალური ზომისაა ან მასზე დიდია. - უცხო სიტყვათა ლექსიკონი, გვ, 478; თბ. 1989;
3. ქანდაკება, ნაქანდაკები, ნაქანდაკევი, ნაქანდაკარი, ნატიფი, აღალმა, ძერწი[1], ნაძერწი. ალექსანდრე ნეიმანი – ქართულ სინონიმთა ლექსიკონი, გვ. 484, თბ. 1961;
...ჩაჟინებით ჩაჰყურებოდა ქვისგან ნაკვეთ ლამაზ აღალმას, გარნა უსულოს. ვასილ ბარნოვი
P.S. თუ სტატუა მიუღებელია, შეგვიძლია რომელიმე სინონიმი ავიღოთ ქანდაკებისა (მაგ. აღალმა, ან ნატიფი), ბარნოვს აღალმა სწორედ სტატუას მნიშვნელობითა აქვს ნახმარი.
- ↑ ძერწი უმეტესად იხმარება პლასტელინის შესატყვისად;
პატივისცემით --Rastrelli 18:01, 21 ივლისი 2008 (UTC)
- ver mivxvdi, ratoa statua miugebeli termini? a.