განხილვა:ქანდაკება

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იქნებ განვასხვავოთ სკულპტურა და ქანდაკება — Sculpture და Statue, ანუ სტატიები ცალ–ცალკე შევქმნათ, როგორც ვიკიპედიის სხვა საიტებზეა -- მერო     18:23, 20 ივლისი 2008 (UTC)[უპასუხე]

ანუ ეს სტატია გახდეს სკულპტურა და შეიქმნას ცაკლე ქანდაკება --გიგა პასუხი 18:27, 20 ივლისი 2008 (UTC)[უპასუხე]

ეს ამბავი მეც მაწუხებდა, მაგრამ ქართულში ეს ორი ტერმინი განსხვავდება? -ალ-ო     @ 18:36, 20 ივლისი 2008 (UTC)[უპასუხე]

რუსულ-ქართული ლექსიკონი статуя - ქანდაკება გვ. 731, თბ. 1993 скульптура - ქანდაკება, სკულპტურა იქვე, გვ. 603. რას გვეუბნება ქსე - ქანდაკება, სკულპტურა, პლასტიკა - სახვითი ხელოვნების დარგი. დანიშნულების მიხედვით ქანდაკება სხვადასხვა სახისაა:მონუმენტური ქანდაკება (გამიზნულია მოედნებზე, ქუჩებში, პარკებში, დიდ შენობებში დასადგმელად), მონუმენტურ-დეკორატიული ქანდაკება (უძველესი დროიდანვე არქიტექტურასთან იყო დაკავშირებული) და დაზგური ქანდაკება (განკუთვნილია ინტერიერისათვის). --ცანგალა () 19:28, 20 ივლისი 2008 (UTC)[უპასუხე]

სტატუა - ქანდაკების ერთ-ერთი ძირითადი სახეობა. - ქსე, ტ. 9გვ. 557, თბ., 1985--ცანგალა () 21:38, 20 ივლისი 2008 (UTC)[უპასუხე]

ოღონდ ეგ ტერმინი არა... ძალიან გთხოვთ, მეც გამახსენდა, მაგრამ სპეციალურად არ ვთქვი --გიგა პასუხი 21:43, 20 ივლისი 2008 (UTC)[უპასუხე]

მგონი, სტატუს-კვო რომ შენარჩუნდეს ყველაზე კარგი გამოსავალია, და გამოთქმული აზრების უმეტესობაც ვეჭვობ აქეთ იხრება. ახლა რაც შეეხება ქანდაკებას და მის ზოგიერთ სინონიმს:

1. ქანდაკი, ქანდაკებული სახედ ჩამოსხმული მეტალლი, ანუ მოჭრილი ქუა, ძელი და მისთანანი. ნიკო ჩუბინიშვილი – ქართული ლექსიკონი. გვ. 399, თბ. 1961;

2. სტატუა [ლათ. statua] ადამიანის ან ცხოველის ქანდაკება, რომელიც ნატურალური ზომისაა ან მასზე დიდია. - უცხო სიტყვათა ლექსიკონი, გვ, 478; თბ. 1989;

3. ქანდაკება, ნაქანდაკები, ნაქანდაკევი, ნაქანდაკარი, ნატიფი, აღალმა, ძერწი[1], ნაძერწი. ალექსანდრე ნეიმანი – ქართულ სინონიმთა ლექსიკონი, გვ. 484, თბ. 1961;

...ჩაჟინებით ჩაჰყურებოდა ქვისგან ნაკვეთ ლამაზ აღალმას, გარნა უსულოს. ვასილ ბარნოვი

P.S. თუ სტატუა მიუღებელია, შეგვიძლია რომელიმე სინონიმი ავიღოთ ქანდაკებისა (მაგ. აღალმა, ან ნატიფი), ბარნოვს აღალმა სწორედ სტატუას მნიშვნელობითა აქვს ნახმარი.


  1. ძერწი უმეტესად იხმარება პლასტელინის შესატყვისად;

პატივისცემით --Rastrelli 18:01, 21 ივლისი 2008 (UTC)[უპასუხე]

ver mivxvdi, ratoa statua miugebeli termini? a.