განხილვა:თელავის მუნიციპალიტეტი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის მუნიციპალიტეტი დღეს გაყოფილია თელავის მერიად და "თვითმმართველ თემ თელავის მუნიციპალიტეტად". მე ავაწყობ "თვითმმართველ თემ თელავის მუნიციპალიტეტს" და ამ სტატიას რა ვუყოთ? Beqabai განხილვაწვლილი 11:10, 21 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]

არაფერი არ უნდა ვუყოთ და გთხოვთ ნუ შექმნით ახალ სტატიას. ეს სტატია ეხება იმას, რასაც თქვენ თვითმმართველ თემს უწოდებთ, ხოლო ქალაქზე არსებობს სტატია თელავი. თუ გაქვთ ამ მუნიციპალიტეტების შესახებ ინფორმაცია, შეიტანეთ არსებულ სტატიებში --M. განხილვაწვლილი 11:36, 21 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]

იმ შემთხვევაში, თუ ეს სტატია გათვლილია როგორც "თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტი" მაშინ მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა მოხდეს ამ სტატიაში, რადგან აქ თელავიც თელავის მუნიციპალიტეტის ნაწილადაა გათვალისწინებული, რაც შეცდომაა. ამ წუთას თემში გერბისა და დროშის კონკურსია და როდესაც დამთავრდება ამის ცვლილებაც უნდა მოხდეს. Beqabai განხილვაწვლილი 12:09, 21 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]

არ არის თელავი გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის ნაწილად. თუ დააკვირდები ქვემოთ თარგიდანაც ამოღებულია და მოსახლეობის შესახებ ინფორმაციაც ქალაქის გარეშეა მოცემული. ისე სტატიაში ბევრი რამ გასაახლებელია, კი --M. განხილვაწვლილი 14:40, 21 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]

ზოგიერთი სექცია (მაგ., სპორტი) მხოლოდ ქალაქ თელავს ეხება და ხომ არ ჯობია იქ გადავიდეს? აქ კი მცირე, ზოგადი მიმოხილვა დარჩეს. გიო ოქრო 06:42, 20 ოქტომბერი 2021 (UTC)[უპასუხე]

ქალაქი თელავი თვითმმართველი ქალაქი არ არის. მუნიციპალიტეტის ნაწილია და რაც ეხება მას, ეხება მუნიციპალიტეტსაც. აქედან გამომდინარე, ვერანაირ აუცილებლობას ვერ ვხედავ, აქედან იფნრომაცია თელავის სტატიაში გადავიდეს და აქ წაიშალოს. იქ გადატანა, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ აქ წაშლა რა აუცილებელია.— ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 17:46, 23 ოქტომბერი 2021 (UTC)[უპასუხე]
ზუსტად ანალოგიური შინაარსი ორ სტატიაში არ იწერება. რომელიც უფრო დაწვრილებულია, მასში უნდა შევიდეს და დიდში დარჩეს ზოგადი მიმოხილვა როგორც ქალაქის, ისე სოფლების. აქამდე ასე ვაკეთებდით და... ))) გიო ოქრო 17:42, 26 ოქტომბერი 2021 (UTC)[უპასუხე]
გავიარე კონსულტაცია თელავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობასთან და თუნდაც სპორტის ნაწილზე, ადგილმდებარეობა ამ შემთხვევაში განმსაზღვრელი არ უნდა იყოს. თუნდაც სპორტში, საკუთრება იმ კომპლექსების და ა.შ. მუნიციპალიტეტისაა და არა ქალაქის. პლუს ამას დაფინანსებაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიდის. სარგებლობითაც ქალაქის გარდა, მუნიციპალიტეტიდან საკმაოდ დიდი წილი სარგებლობს ამ კომპლექსებით და ა.შ. უფრო კონკრეტულად, თუ არის რაიმე, მითხარით და გადავხედავ კიდევ. ახლა სტატიაში მოცემული ინფორმაცია სრულიად ეხება მუნიციპალიტეტს და თავიდანვე გაფილტრულია თელავის მონაცემებისგან.— ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 05:53, 3 ნოემბერი 2021 (UTC)[უპასუხე]

გაუმჯობესება[წყაროს რედაქტირება]

სტატია „თელავის მუნიციპალიტეტი“ შეიქმნა ან გაუმჯობესდა
ა.(ა.)ი.პ. „კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია - ვიზით კახეთის“ მხარდაჭერით.