განხილვა:თელავის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თელავის მუნიციპალიტეტი დღეს გაყოფილია თელავის მერიად და "თვითმმართველ თემ თელავის მუნიციპალიტეტად". მე ავაწყობ "თვითმმართველ თემ თელავის მუნიციპალიტეტს" და ამ სტატიას რა ვუყოთ? Beqabai განხილვაწვლილი 11:10, 21 აპრილი 2015 (UTC)

არაფერი არ უნდა ვუყოთ და გთხოვთ ნუ შექმნით ახალ სტატიას. ეს სტატია ეხება იმას, რასაც თქვენ თვითმმართველ თემს უწოდებთ, ხოლო ქალაქზე არსებობს სტატია თელავი. თუ გაქვთ ამ მუნიციპალიტეტების შესახებ ინფორმაცია, შეიტანეთ არსებულ სტატიებში --M. განხილვაწვლილი 11:36, 21 აპრილი 2015 (UTC)

იმ შემთხვევაში, თუ ეს სტატია გათვლილია როგორც "თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტი" მაშინ მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა მოხდეს ამ სტატიაში, რადგან აქ თელავიც თელავის მუნიციპალიტეტის ნაწილადაა გათვალისწინებული, რაც შეცდომაა. ამ წუთას თემში გერბისა და დროშის კონკურსია და როდესაც დამთავრდება ამის ცვლილებაც უნდა მოხდეს. Beqabai განხილვაწვლილი 12:09, 21 აპრილი 2015 (UTC)

არ არის თელავი გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის ნაწილად. თუ დააკვირდები ქვემოთ თარგიდანაც ამოღებულია და მოსახლეობის შესახებ ინფორმაციაც ქალაქის გარეშეა მოცემული. ისე სტატიაში ბევრი რამ გასაახლებელია, კი --M. განხილვაწვლილი 14:40, 21 აპრილი 2015 (UTC)