ფასტფუდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰამბურგერი
ქარივიურსთი
დონერ–ქაბაბი
ჰოთ–დოგი
სენდვიჩი

ფასტფუდი (ინგლ. fast food, სწრაფი კვება) — კერძი, მომზადებული სწრაფი კვებისთვის.

კერძის მომზადებასა და გაყიდვას შორის დროის ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 10 წუთს.

მართალია, ყველამ კარგად იცის, რომ სწრაფი კვების ნაწარმი მავნებელია, მაგრამ ბევრს წარმოდგენაც არ აქვს, რომ „ფასტ ფუდის“ სისტემატიური მირთმევა მნიშვნელოვნად ცვლის სისხლის და ცხიმების შემადგენლობას ორგანიზმში.

ჭარბი წონა – „ფასტ ფუდი“ დიდი ხანია სიმსუქნის სინონიმად ითვლება. საკმარისია შეხედოთ ბურგერის, ჩიფსების ან ჰოთ-დოგის შემადგენლობას და მიხვდებით, რომ შეუძლებელია ამგვარი საკვებით ჯანსაღი წონის შენარჩუნება, თავის დაღწევა მისი „ტყვეობიდან“ კი საკმაოდ რთულია, რადგან სწრაფი ნახშირწყლები, რომელთაც „ფასტ ფუდის“ ცალკეული ინგრედიენტები შეიცავს, არასდროს ანაყრებს და რაც მეტს მიირთმევთ, მით უფრო მეტის ჭამა გინდათ.