დირკ ვან ბაბიურენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დირკ ვან ბაბიურენი (დ. 1595 — გ. 21 თებერვალი, 1624) — ნიდერლანდელი კარავაჯისტული სკოლის ფერმწერი. ბავშვობა უტრეხტში გაატარა. მას ასევე იცნობდნენ როგორც თეოდორე ვან ბაბიურენის ან თეოდორე ბაბიურენის სახელითაც. 1612-1615 წლების პერიოდში გაემგზავრა რომში. დაუმეგობრდა კარავაჯოს რომელმაც ბაბიურენზე დიდი გავლენა მოახდინა. იგი კარავაჯისტულ ჟანრში ხატავდა და გამოჩენილ კარავაჯისტად ჩამოყალიბდა. იგი ერთ-ერთი პირველი ნიდერლანდელი ფერმწერი გახდა რომში. 1620 წელს დაბრუნდა უტრეხტში იქ შეუდგა მუშაობას. იგი XVII-ე საუკუნის ერთ-ერთ წამყვან ნიდერლანდელ ფერმწერად იყო აღიარებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Slatkes, L. J., Dirck van Baburen: A Dutch Painter in Utrecht and Rome (1965).