გორგონარიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გორგონაირები, რქოვანი მარჯნები (Gorgonaria), რვასხივიანი მარჯნის პოლიპების რიგი. აქვთ რქოვანი ან კიროვანი ჩონჩხი. ცნობილია 1200-მდე სახეობა. გავრცელებული არიან ყველა ზღვაში პოლარულიდან ეკვატორულამდე.ბარენცის ზღვაში 2 სახეობაა, თეთრ ზღვაში -1, შორეული აღმოსავლეთის ზღვებში - 20-მდე (მათ შორის Primnoa resedaeformis-ის 2 მ-ზე მეტი სიმაღლის ხისებრი კოლონიები და Plumarella-ს გვარის ნაზი ფრთისებრი გორგონარიები). სარეწაო მნიშვნელობა აქვს კეთილშობილ (წითელ) მარჯანს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 3, გვ. 224, თბ., 1978