ხაშურის მეექვსე საჯარო სკოლა
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სკოლა | |
---|---|
დაარსდა: | 1893 |
დირექტორი: | თამარ ხადური |
ტიპი: | საჯარო |
მასწავლებელი: | 710 |
მისამართი: | ქ. ხაშური, ფალიაშვილი ქ.№10[1] |
ტელეფონი: | 0(368)246032 |
ელ. ფოსტა: | khashuri6@mes.gov.ge |
ხაშურის მეექვსე საჯარო სკოლა (სრული სახელი - სსიპ - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის №6 საჯარო სკოლა) — ქალაქ ხაშურის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. 1893 წ. არსებობდა ორ კლასიანი დაწყებითი სასწავლებელი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1918 წლიდან ორ კლასიანი სასწავლებელი გადაკეთდა რკინიგზის უმაღლეს პირველდაწყებით სკოლად. ამავე დროს მის ბაზაზე ჩამოყალიბდა I და II დაწყებითი სკოლები.
1921 წლიდან რკინიგზის მეორე პირველიდაწყებითი სკოლა გადაკეთდა რკინიგზის მეორე არასრულ შვიდ წლიან საშუალო სკოლად, შემდეგ რკინიგზის მეორე საფაბრიკო-საქარხნო სკოლად. 1938 წლიდან იგი იწოდებოდა ამიერკავკასიის რკინიგზის №16 საშუალო სკოლად.
1945-1946 წლებში სკოლაში 513 მოსწავლე სწავლობდა, 1948 წლისთვის მათი რაოდენობა 728-მდე გაიზარდა, 1950 წლისთვის 822-ს მიაღწია. 1956 წლიდან ეწოდა ამიერკავკასიის რკინიგზის ხაშურის №3 საშუალო სკოლა. 1959 წლიდან სკოლა გადავიდა ახალ შენობაში, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ხაშურის საჯარო სკოლა #6 გალაქტიონ ტაბიძის სახელობის. Yell.ge. ციტირების თარიღი: 3 აპრილი, 2018.