წმინდა ვიტის კათედრალური ტაძარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წმ. ვიტოს ტაძარი პრაღის ციხის გალავნის შიგნით მდებარეობს.
ტაძრის წინა ფასადი მისი ვარდის ფანჯრით.

წმინდა ვიტოს ტაძარი, ან ვიტსდომი (ჩეხ.: Katedrála svatého Víta) — კათედრალური ტაძარი პრაღაში, ჩეხეთის რესპუბლიკა, პრაღის არქიეპისკოპოსის საბრძანებელი. ტაძრის სრული სახელია წმინდა ვიტოს, წმინდა ვენცესლავისა და წმინდა ადალბერტის კათედრალური ტაძარი. მდებარეობს პრაღის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე. აქ დაკრძალულია ბოჰემიის მრავალი მეფე. ტაძარი გოტიკური არქიტექტურის ერთ-ერთი ბრიწყინვალე ნიმუშია და უდიდესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეკლესიაა ჩეხეთში.

ისტორია[რედაქტირება]

პირველი ეკლესია ამჟამინდელი ტაძრის ადგილას ადრეული რომანული როტონდის სტილის იყო, ასევე წმ. ვიტოს ეძღვნებოდა, დაარსდა ვენცესლაუს I, ბოჰემიის გრაფის მიერ 925 წელს.

1060 წელს პრაღის საეპისკოპოს დაარსებისას უფლისწული სპიტინევ II იწყებს უფრო ვრცელი ეკლესიის მშენებლობას, ვინაიდან არსებული როტონდა მორწმუნეებს ვეღარ იტევდა. ახალი უფრო ვრცელი რომანული ბაზილიკა სამნავიანი უნდა ყოფილიყო ორი კოშკით, რომელიც დასავლეთით მთავარ გუმბათს უერთდებოდა. კათედრალის პროექტი საღვთო რომის იმპერიის რომანული არქიტექტურის მოთხოვნებს პასუხობდა, განსაკუთრებით კი ჰილდესჰაიმის სააბატოს ეკლესიისა და სპაიერის კათედრალის დეტალებს იმეორებდა.