შინაარსზე გადასვლა

ცვინგერის სასახლე (დრეზდენი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხედი ციდან

დრეზდენის ცვინგერი (გერმ.: Dresdner Zwinger) — ბაროკოს სტილში აგებული სასახლე ქალაქ დრეზდენში; გერმანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურულ-ისტორიული ძეგლი.

ცვინგერის მუდმივი გამოფენები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ცვინგერი

ცვინგერის კომპლექსი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვირგვინიანი კარიბჭე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დას. ფლიგელი გვირგვინიანი კარიბჭით

მსოფლიოში სახელგანთქმული და «ცვინგერის» ყველაზე პოპულარული ნაწილია «გვირგვინიანი კარიბჭე» , რომლის წვერს ამშვენებს პოლონეთის სამეფო გვირგვინი. კარიბჭის მოპირდაპირე მხარეს მეორე პორტალია მხედრის ქანდაკებისა და თეატრის მოედნაზე ხედით.

«ნიმფების აუზი» (გერმ.: Nymphenbad) მდებარეობს «ცვინგერის» ციხესიმაგრის კედლების შიგნით ფრანგული პავილიონის უკანა მხარეს. ბალთაზარ პერმოზერის მიერ შექმნილი შადრევა ერთ-ერთი ულამაზესეთაგანია ბაროკოს შადრევნებს შორის.

«ცვინგერის» კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა "ზარებიანი საათი", რომელიც დამზადებულია მაისნერის პორცელანისაგან.

ნიმფების აუზი

«ცვინგერი» აშენებულ იქნა 1711 - 1722 წლებში მათეუს დანიელ პიოპელმანისა და ბალთაზარ პერმოზერის მიერ დრეზდენის ძველი ბასტიონის კედლების ნანგზევებზე.

მეორე მსოფლიო ომის დროს შენობა საგრძნობლად იქნა დაზიანებული ინგლისისა და აშშ-ს ავიაციის მიერ 1945 წლის თებერვალს. იმავე წელს დაიწყო შესაკეთებელი სამუშაოები. 1951 წელს აღდგენილ იქნა «გვირგვინიანი კარიბჭე», 1952 - «ფიზიკა-მათემატიკური სალონი», 1953 - «ზარების პავილიონი» და 1954 წელს «კედლის პავილიონი» და «ფრანგული პავილიონი». 1963 წელს სამუშაოები დასრულებულ იქნა.

დღეისათვის «ცვინგერი» თითქმის იმ ფორმაშია აღდგენილი, როგორიც ის ომამდე იყო.