ფლეში (კომიქსი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფლეში
Flash's.jpg
ჯეი გარიკი, ბარტ ალენი, და უოლი ვესტი კომიქს - The Flash (vol. 2) #208-ის გარეკანზე
მხატვარი მაიკლ ტურნერი.
ისტორია
გამომცემელი DC კომიქსები
დებიუტი Flash Comics #1 (1940წ. იანვარი)
ავტორ(ებ)ი გარდნერ ფოქსი
ჰარი ლამპელტი
დახასიათება
მოკავშირეები
  • ფლეში (ჯეი გარიკი)
  • ბარი ალენი
  • უოლი ვესტი
  • ბარტ ალენი

ფლეში არის DC კომიქსების მსოფლიოში არსებული რამდენიმე გამოგონილი სუპერგმირის სახელი. შემქმნელები არიან სცენარისტი გარდნერ ფოქსი და მხატვარი ჰარი ლამპერტი, პირველი ფლეშის დებიუტი შედგა კომიქსში Flash Comics #1 (იანვარი 1940წ.)

ყველა ფლეშს გააჩნია "სუპერსიჩქარე", რომელიც მათ საშუალებას აძლევთ ირბინონ და იმოძრაონ დიდი სისწრაფით, ზეადამიანური რეფლექსების გამოყენებით. ყველა პერსონაჟმა რომელსაც გააჩნია "სუპერ-სისწრაფე" აქვს აღებული მეტსახელი ფლეში: ჯეი გარიკი(1940), ბარი ალენი(1956-1985, 2008), უოლი ვესტი(1986–2006, 2007), და ბარტ ალენი(2006-2007).

ძალები და შესაძლებლობები[რედაქტირება]

ყველა ფლეშს შეუძლია იმოძრაოს, იფიქროს, რეაგირება მოახდინოს ზეადამიანური სისწრაფით, შეუძლიათ ისეთი სწრაფი ვიბრირება, რომ გავიდნენ კედლებში, იმოგზაურონ დროში.

გამოგონილი ბიოგრაფიები[რედაქტირება]

ფლეშის სახელის მატარებელი პერსონაჟების უმეტესობა ან მომავლიდან არის ან რომელიმე პარალელური სამყაროდან. მათგან ყველაზე ცნობილები არიან გარიკი, ალენი და ვესტი.

ფლეში - ჯეისონ გარიკი
Garrick ross-flash.jpg
ჯეი გარიკი, პირველი ფლეში.
კომიქს JSA(ამერიკის სამართლიანობის ლიგა)-ის გარეკანი, #78, მხატვარი ალექს როსი
ისტორია
გამომცემელი DC კომიქსები
დებიუტი Flash Comics #1
(1940-წლის იანვარი)
ავტორ(ებ)ი გარდნერ ფოქსი
ჰარი ლამპერტი
დახასიათება
ალტერ ეგო 'ჯეისონ პიტერ "ჯეი" გარიკი
მოკავშირეები ამერიკის სამართლიანობის ლიგა
All-Star Squadron
სამართლიანობის ლიგა
შესაძლებლობები

ჯეისონ გარიკი[რედაქტირება]

ჯეისონ პიტერ "ჯეი" გარიკი 1940 წლის იანვარში იყო კოლეჯის სტუდენტი, რომელმაც ლაბორატორიაში შემთხვევით შეისუნთქა მძიმე წყალი. შედეგად მან აღმოაჩინა რომ ჰქონდა ზეადამიანური რეფლექსები. კოლეჯის საფეხბურთო გუნდში მცირე კარიერის შემდეგ მან ჩაიცვა მეხის გამოსახულებიანი წითელი მაისური, მეტალის ფრთებიანი ჩაფხუტი და დაიწყო ბოროტებასთან ბრძოლა როგორც ფლეშმა. პირველად ის შეებრძოლა "უმწიკლო ოთხეულს". ჯეისონი თავის ვინაობას დიდი ხნის მანძილზე მალავდა, თანაც უნიღბოდ, მისი სხეულის მუდმივი ვიბრირების გამო მისთვის გადაღებული ნებისმიერი ფოტო ბუნდოვანი იქნებოდა.[1]

ფლეში - ბარი ალენი
Flash-Barry Allen.jpeg
ფლეში - ბარი ალენი.
კომიქს Flash: Rebirth #1-ის გარეკანი. შემქმნელები ითან ვან სილვესტრი და ალექს სინკლაირი.
ისტორია
გამომცემელი DC კომიქსები
დებიუტი Showcase #4 (ოქტომბერი. 1956წ.)
ავტორ(ებ)ი რობერტ კენიგერი
ჯონ ბრუმი
კარმინ ინფარტინო
დახასიათება
ალტერ ეგო ბართლომეო ჰენრი "ბარი" ალენი
მოკავშირეები სამართლიანობის ლიგა
ლურჯ ფანართა კორპუსი
უოლი ვესტი
ჰელ ჯორდანი
მტრები შავი ფლეში, ლურჯი ფანარი

ბარი ალენი[რედაქტირება]

ბართლომეო ჰენრი "ბარი" ალენი იყო პოლიციის ასისტენტი, რომელმაც კარიერა დაიწყო ძალიან ნელა, აუჩქარებლად, და ჩვეულებრივზე გვიან, რამაც ის თავის შეყვარებულ ირის ვესტს დააშორა. ერთ ღამეს როდესაც მან სამსახურის მიტოვება გადაწყვიტა, დაეცა ქიმიკატებით სავსე მეხი. ალენმა მალე აღმოაჩინა რომ შეეძლო სწრაფად სირბილი და ჰქონდა შესაბამისი რეფლექსები. მან ჩაიცვა წითელი მჭიდრო სპორტული, ელვის გამოსახულებით გაფორმებული, კოსტიუმი. შეირქვა მეტსახელი ფლეში (ბავშვობაში მისი საყვარელი კომიქსების გმირის ჯეი გარიკის მსგავსად.) და გახდა ქალაქ ცენტრალ სითის მთავარი კრიმინალთან მებრძოლი. თავის სამოქალაქო ვინაობას ის მალავს კოსტიუმში რომელიც რომელიც მის ბეჭედშია შეკუმშული. ბეჭედი სპეციალური გაზის დახმარებით კუმშავს ქსოვილის ბოჩკოებს ძალიან პატარა ზომაში.[2]

ფლეში - უოლი ვესტი
Flash-Wally West.jpg
კომიქს The Flash (vol. 2) # 207-ის გარეკანი
მაიკლ ტურნერი
ისტორია
გამომცემელი DC კომიქსები
დებიუტი როგორცKid Flash:
The Flash (vol. 1) #110
(1959წ. დეკემბერი)
როგორც Flash:
Crisis on Infinite Earths #12 (1986წ. მარტი)
ავტორ(ებ)ი ჯონ ბრუმი
კარმინ ინფარტინო
დახასიათება
ალტერ ეგო უოლას რულოლფ ვესტი
მოკავშირეები სამართლიანობის ლიგა
Teen Titans ბარი ალენი
ლინდა პარკი
შესაძლებლობები
  • Superspeed augmented by the extra-dimensional Speed Force
  • Can vibrate through solid objects, causing them to explode
  • Time travel
  • Can give superspeed to living & non-living things alike
  • Can create a superhero costume made of the Speed Force

უოლი ვესტი[რედაქტირება]

უოლას რულოლფ ვესტი არის ბარი ალენის ძმისწული და ირის ვესტის მეუღლე. მისი დებიუტი შედგა კომიქსში "The Flash" (vol. 1) #110 (1959წ.). როდესაც ვესტი დაახლოებით ათი წლის იყო, ის თავის ბიძას ესტუმრა პოლიციის ლაბორატორიაში. იქ მოულოდნელად უოლის გადაესხა ელეკტრულად დამუშავებული ქიმიკალები, ამან საშუალება მისცა ფლეშის ძალები თავის თავზე გამოეცადა. ბიძამისის ძალების მქონე ბიჭმა მიიღო ბიძის მსგავსი ბეჭედი, კოსტიუმი და გახდა დამნაშავეობასთან მებრძოლი ფლეშ ბიჭი.[3] ხოლო ბიძამისის სიკვდილის შემდეგ გახდა დედამიწაზე ყველაზე სწრაფი ადამიანი. უსასრულო კრიზისის დასასრულს, უოლიმ, მისმა მეუღლე ლინდამ და მათმა ორეულებმა დედამიწა დატოვეს და გადავიდნენ უცნობ განზომილებაში.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

http://www.dccomics.com/sites/theflash/ ოფიციალური საიტი

სქოლიო[რედაქტირება]

  1. flash comics #1(comics)
  2. Showcase #4(comics)
  3. The Flash (vol. 1) #110
  4. Infinite Crisis #1-7(comics)