უკანამხარის სამების ეკლესიის ნანგრევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან უკანამხარის სამების ეკლესიის ნანგრევი')

უკანამხარის სამების ეკლესიის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ უკანამხარში.

ძეგლი მდებარეობს სოფლიდან ჩრდილოეთით, მდინარის გადაღმა, ტყიან ბორცვზე, ადგილ „დოჩიაანში“. იგი წარმოადგენს მცირე დარბაზული ეკლესიის ნანგრევს. თავდაპირველად სამების ხატი აქ ყოფილა დასვენებული, შემდეგ თინიკაანის თავზე გადაუტანიათ. ეკლესია თითქმის მთლიანად დანგრეულია. აღწერა და აზომვა არ ხერხდება. ჩრდილოეთით მინაშენის ან სხვა რაიმე სათავსის კვალი არ ჩანს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტორული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 165