Studio Ghibli
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან სტუდია ღიბლი)
| Studio Ghibli | |
|---|---|
| ტიპი: | ანიმაციური ფილმების სტუდია |
| დაფუძნდა: | 1985 |
| მდებარეობა: | იაპონია |
| წამყვანი: | ჰაიაო მიაძაკი, ისაო ტაკაჰატა |
| დარგი: | ანიმაცია |
| პროდუქცია: | ანიმაციური ფილმები |
| ვებ-გვერდი: | www.ghibli.jp |
Studio Ghibli (იაპონ. 株式会社スタジオジブリ) — იაპონური ანიმაციური სტუდია. სახელი მომდინარეობს იტალიელების მიერ მეორე მსოფლიო ომში საჰარაში სკაუტების თვითმფრინავებისთვის შერქმეული მეტსახელისგან, რომელიც თავის მხრივ ლიბიური სიტყვისგან მომდინარეობს და ნიშნავს საჰარას უდაბნოს ცხელ ქარს (რომელსაც ასევე სიროკოს უწოდებენ). მიუხედავად იმისა, რომ იტალიური სიტყვა მაგარი /გ/–თი გამოითქმის, სტუდიის სახელის იაპონური გამოთქმაა "ჯიბლი" (IPA: [ˌdʲʑiːbɹiː] ან [ˌdʲʑiːbɝiː]). ვერსია ამ სახელის მიღმა იყო ის, რომ სტუდიამ ახალი ქარი შემოიტანა იაპონური ანიმაციურ ინდუსტრიაში. კომპანიის ლოგოზე გამოსახულია ტოტორო – ფილმის „ჩემი მეზობელი ტოტორო“ მთავარი გმირი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
- Studio Ghibli საიტის Anime News Network ენციკლოპედიაში
- スタジオジブリ – ოფიციალური საიტი (იაპონური)
- DVD პროდუქციის ოფიციალური საიტი (აშშ)
- სტუდიის მუზეუმი
- Nausicaa.net: The Hayao Miyazaki Web (მოყვარულთა გვერდი)
- პორტუგალიური გვერდი
|
|||||||||||||||||