სამხრეთ კორეის დროშა
სამხრეთ კორეის დროშა (Taegukgi) — სამხრეთ კორეის ეროვნული დროშა რომელიც შედგება სამი ნაწილისგან: თეთრ ფონზე წრეში წითელი და ლურჯი ოთხი მხრიდან შავი ტრიგრამებით. თეთრი ფონი არის სამხრეთ კორეის ტრადიციული ფერი რომელიც მათ ტრადიციულ სამოსსაც ამკობს. თეთრი სამხრეთ კორეაში არის სიწმინდისა და მშვიდობის ფერი. წრეში ლურჯი ფერი წარმოადგენს უარყოფით კოსმიურ ძალებს ხოლო წითელი დადებითს. აზრი კი არის ის რომ ეს ორი ძალა უპირისპერდება ერთმანეთს. ოთხი ტრიგრამი ერთად წარმოადგენს პრინციპულ და ჰარმონიულ მოძრაობას. თვითონ ეს ტრიგრამები კორეული ტრადიციული ელემენტებია.
კორეული სახელწოდება | ბუნება | სეზონები | მხარეები | სათნოება | ოჯახი | ოთხი ელემენტი |
---|---|---|---|---|---|---|
geon | სამოთხე | გაზაფხული | აღმოსავლეთი | კაცობრიობა | მამა | ჰაერი |
ri | მზე | შემოდგომა | სამხრეთი | სამართალი | შვილი (გოგო) | ცეცხლი |
gam | მთვარე | ზამთარი | დასავლეთი | ინტელექტი | შვილი (ბიჭი) | წყალი |
gon | დედამიწა | ზაფხული | ჩრდილოეთი | თავაზიანობა | დედა | მიწა |
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1876 წლამდე არ არსებობდა სახელმწიფო დროშა. ჟოზეონების დინასტიას ჰქონდა დიპლომატიური ურთიერთობა იაპონიასთან მათ კი ჰქონდათ დროშა. ამან გამოიწვია წინადადებები დროშის შექმნაზე. მაგრამ მთავრიბისთვის ეს უმნიშვნელო გამოდგა. 1880 წლისთვის საგარეო ურთიერთობისთვის აუცილებელი გამოდგა დროშის შექმნა. იყო წინადადება რომ წინა დინასტიის დროშა გადაეტანათ. საბოლოოდ მთავრობამ გაგზავნა დელეგატები ქინგების დინასტიის წარმომადგენლებთან. არ თანხმდებოდნენ ამაზე მაგრამ საბოლოოდ 1883 წლის 27 იანვარს ჟოზეონების დინასტიამ სახელმწიფო დროშად სწორედ Taegukgi წარადგინა.ამ დროის განმავლობაში 4-ჯერ შეიცვალა თუმცა მხოლოდ ტრიგრამებში იქნა შეტანილი ცვლილება.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კორეის შესახებ: დროშა დაარქივებული 2008-02-16 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)