პრესა აზერბაიჯანში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან პრესსა აზერბაიჯანში)

აზერბაიჯანში გამოიცემა 600-ზე მეტი გაზეთი და ჟურნალი.

ბეჭდვის წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის ბეჭდვითი საშუალებების ფუძემდებელი იყო ხასან ბეკ ზარდაბი. ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად, მეფის რუსეთის კოლონიალური სისტემის პირობებში, მან მაინც მიაღწია აზერბაიჯანულ ენაზე გაზეთ „ექინჯის“ გამოშვების უფლებას. ამ გაზეთის გამოშვებამ სერიოზული რეზონანსი იქონია მთელს კავკასიაში. დასაწყისში გაზეთის რედაქცია შედგებოდა მხოლოდ ერთი ადამიანისგან. ზარდაბი თავად იყო გაზეთის გამომცემელიც, რედაქტორიც, კორექტორიც და ამწყობიც. 1875—1877 წლებში გამოვიდა გაზეთის 56 ნომერი. საზოგადოებაში ყურადღების მისაქცევად, იგი იძულებული იყო, გაზეთები უფასოდ დაერიგებინა.

გაზეთის გამოცემით ხასან ბეგი უპირველეს ყოვლისა ცდილობდა მიეღწია ძირითადი მიზნისათვის - ხალხის განათლების პროპაგანდისთვის. იგი გაზეთში აქვეყნებდა ინფორმაციას სოფლის ცხოვრებაზე, სოფლის მეურნეობაზე, მიწადმოქმედებაზე, საირიგაციო სამუშაოებზე, ეხმარებოდა გლეხებს სოფლის მეურნეობის საჭირბოროტო საკითხების გადაჭრაში. ძირითად პრინციპს შეადგენდა ეროვნული ერთობის შექმნა. ამასთან დაკავშირებით, 1877- 1878 წლებში რუსულ-თურქული ომის გამო გაზეთის მდგომარეობა ძალიან გართულდა. მეფის ცენზურამ აკრძალა გაზეთში პოლიტიკური ხასიათის საკითხების განხილვა. 1877 წელს გამოიცა გაზეთის ლიკვიდაციის ბრძანება.

„ზია“, „ზიიაი - კავკაზიე“, „ქეშქიული“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1879 წლის იანვარში, თბილისში, თურქულ ენაზე, დაიწყო გაზეთ „ზიას“ გამოშვება. 1880 წლიდან ეს გაზეთი გამოდიოდა „ზიიაი - კავკაზიეს“ სახელწოდებით. 104 ნომერის გამოსვლის შემდეგ, 1884 წელს, გაზეთი დაიხურა. 1883 წელს, თბილისში, გამოვიდა გაზეთი „ქეშქიული“. ამ გაზეთის გამომცემელი, ჯალალ უნსიზადე, კარგად იყო გათვითცნობებული ევროპულ კულტურასთან. აზერბაიჯანული ინტელიგენციის პროგრესული მოღვაწეების მხარდაჭერის იმედების შესახებ გაზეთი წერდა: „ დამწყებ სიცოცხლეს ესაჭიროება დახმარება და მითითებები . იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენთან ერთად, ერის კეთილმსურველნი და განმანათლებელნი, დაგვეხმარებიან ამ გაზეთის გამოცემაში, რომელიც შეიქმნა ჩვენი ერის სამსახურისათვის“. „ქეშქიული“ ახლოს იყო „ექინჯისთან“. გაზეთის ფურცლებზე იბეჭდებოდა პუბლიცისტური სტატიები, საკითხები დაკავშირებული ენასთან, ლიტერატურასთან, ხელოვნებასთან, ამონარიდები ორიგინალური ნაწარმოებიდან, ევროპული და აღმოსავლური ნაწარმოებების ნიმუშების თარგმანნი. გაზეთთან თანამშრომლობდნენ ს.ა. შირვანი, ფ. ქოჩარლი, მ. შაჰთაჰლინსკი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „История Азербайджана“, Т.Велиев, Р.Алиев, Ш.Тагиева, А.Годжаев, Х.Алышова.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტელევიზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რადიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინტერნეტ-გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Day.az — საინფორმაციო პროექტი
  • Today.az — საინფორმაციო პროექტი
  • Zerkalo.az — ყოველდღიური გაზეთი