ოგლალა სიუ

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლაკოტების რეზერვაციის დროშა

ოგლალა, ოგლალა სიუ, ოგლალა ლაკოტა წარმოადგენს ინდიელთა ენობრივი ოჯახის სიუს ერთ-ერთ ტომს. ტომის სახელწოდება მომდინარეობს სიტყვიდან, რომელიც ლაკოტას ენაზე ნიშნავს ,,თვითგამფანტავს". მათი ძირითადი საცხოვრებელი ადგილი არის რეზერვაციები სამხრეთი დაკოტასა და ნებრასკაში.

[რედაქტირება] ისტორია

ოგლალა ლაკოტა, სხვა დანარჩენ 6 ლაკოტას ტომთან ერთად დაშორდა ერთმანეთს მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში. 1840 წლიდან საგრძნობლად გაუარესდა ურთიერთობა ინდიელებსა და თეთრკანიანებს შორის. თეთრკანიანების რაოდენობა დღითიდღე იზრდებოდა. მათ ამოხოცეს ცხოველები და ფრინველები, გააჩანაგეს საცხოვრებელი გარემო და ამითი ლაკოტებს ურთულესი საცხოვრებელი სიტუაცია შეუქმნეს. ამ ყველაფერმა გამოიწვია ომი, რომელიც 1870იანი წლების ბოლომდე გაგრძელდა და ტეთრკანიანების გამარჯვებით დასრულდა.დღეს ლაკოტების უმრავლესობა ცხოვრობს პაინ-რიჯის რეზერვაციაში, რომელიც 8984306 კმ² -ს იკავებს დამდებარეობს სამხრეთ დაკოტაში.

[რედაქტირება] მოსახლეობა

ლაკოტების მოსახლეობა 1825 წლისათვის შეადგენდა სულ რარაც 1500 ადამიანს, 1882 წლისათვის ომებმა და შიმშილობამ ამ ტომის მოსახლეობის რიცხვი 702 ადამიანამდე შეამცირა, ხოლო მას შემდეგ რაც ისინი რეზერვაციაში გადასახლდნენ და ამერიკელებისგან ხელშეუხებლობა მიიღეს მათი რიცხვი გაიზარდა და 2008 წლის აღწერით შეადგენს დაახლოებით 42 000 ადამიანს.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე