შინაარსზე გადასვლა

თურქეთის ტურიზმი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტამბოლი

თურქეთში ტურიზმი დამყარებულია ძირითადად ისტორიულ ადგილებზე, ზღვისპირა კურორტებზე ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვების სანაპიროებზე. 2010 წელს თურქეთს 28.6 მილიონზე მეტი ტურისტი ჰყავდა.

სტამბოლი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ტურისტებისთვის. აქ არის ათასობით სასტუმრო. ის არის ყველაზე დიდი ქალაქი და საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. აქ არის სულთან აჰმედის მეჩეთი (ლურჯი მეჩეთი), აია სოფია, ტოპკაპის სასახლე, გალატას კოშკი და ა.შ. სტამბოლში ასევე არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი Istanbul Cevahir Mall, რომელიც მსოფლიოს 7 უდიდეს სავაჭრო ცენტრს შორისაა.

თურქეთის კურორტების უმრავლესობა სამხრეთ-დასავლეთ და სამხრეთ სანაპიროებზეა, რომელსაც ჰქვია თურქული რივიერა. ერთ-ერთი ასეთი კურორტია ანტალია _ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. იგი თურქეთის აღიარებული ტურისტული ცენტრია. მთავარი საკურორტო ქალაქებია ასევე ბოდრუმი, ფეტიე, მარმარისი... თურქეთში შეგიძლიათ ნახოთ ეფესოს, ტროას, პერგამონის, ტრაპიზონის ადგილები, ანტიოქიის ეკლესია, კაპადოკია. ანკარა ისტორიული ქალაქია. სწორედ აქ არის ანითკაბირი _ თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის ათათურქის მავზოლეუმი.

ტურისტები ძირითადად ჩამოდიან გაერთიანებული სამეფოდან, გერმანიიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და იაპონიიდან, მაგრამ არც არაბეთის ქვეყნებიდან, ირანიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან, საფრანგეთიდან და სკანდინავიის ქვეყნებიდან არიან ნაკლები ტურისტები. ბრიტანელი ტურისტები ეგეოსის ზღვის კურორტებზე ამჯობინებენ დასვენებას, როგორებიცაა ბოდრუმი და მარმარისი. გერმანელი და რუსი ტურისტები ისვენებენ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე, მაგალითად ანტალიაში, ხოლო იაპონელი ტურისტები ძირითადად სტუმრობენ სტამბოლს და ისტორიულ ადგილებს, როგორიცაა ეფესო. ესპანელი ტურისტების რაოდენობამ ბოლო წლებში შესამჩნევად მოიმატა. 2007 წელს 200 000 ესპანელი ესტუმრა თურქეთს. ესპანელი დამთვალიერებლების უმეტესობა სტამბოლში ჯავშნის სასტუმროებს და ბევრი მათგანი ნახულობს კაპადოკიას.

2002-2005 წლებში ტურისტების რაოდენობამ 12.8 მილიონიდან 21.2 მილიონამდე მოიმატა, რამაც თურქეთი ტურისტული თვალსაზრისით ტოპათეულში შეიყვანა. 2005 წელს წლიური შემოსავალი იყო 17.5 მილიარდი დოლარი, რამაც ასევე ტოპათეულში მოახვედრა თურქეთი, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წლიური შემოსავლის მქონე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]