დოუ ჯონსის სამრეწველო ინდექსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან დოუ ჯონსის ინდუსტრიული საშუალო)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დოუ ჯონსის სამრეწველო ინდექსი (ინგლ. Dow Jones Industrial Average, NYSE: DJI, ასევე DJIA, Dow 30, ან არაფორმალურად Dow industrials, Dow Jones ან The Dow) — ერთ-ერთი უოლ სტრიტ ჯორნალის რედაქტორისა და დოუ ჯონს & კომპანის თანადამფუძნებელი ჩარლზ დოუს მიერ შექმნილ სააქციო ბაზრის ინდექსთაგან. დოუმ ინდექსი შექმნა ამერიკის საფონდო ბაზრების სამრეწველო კომპონენტის ანალიზისთვის. იგი აშშ-ში უწყვეტად მოქმედი საბაზრო ინდექსთაგან უძველესია, დოუ ჯონსის სატრანსპორტო ინდექსთან ერთად, რომელიც ასევე დოუს შექმნილია.

ამჟამად ეს ინდექსი აშშ-ის 30 უმსხვილესი და ყველაზე დივერსიფიცირებულ საზოგადო კომპანიებს მოიცავს. სახელში "ინდუსტრიული" ნაწილი უმეტესწილად ისტორიულ ფუნქციას ატარებს — 30 თანამედროვე კომპონენტთაგან უმეტეს წილს მძიმე მრეწველობასთან კავშირი თითქმის არა აქვს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]