დები ნაყეურები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დები ნაყეურები

ბიოგრაფია
ჟანრ(ებ)ი ხალხური
ინსტრუმენტ(ებ)ი ფანდური
წევრები ლელა, ნინო და მანანა ნაყეურები
საიტი გვერდი Facebook-ზე

დები ნაყეურები — მუსიკალური ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან ნინო (პირველი ხმა), მანანა (ბანი) და ლელა (კომპოზიტორი, მეორე ხმა) ნაყეურები. ისინი ფშავში, მაღაროსკარში ცხოვრობენ.დები თვითნასწავლი მუსიკოსები არიან და თავად წერენ სიმღერებს. მათი შემოქმედება ქართული ხალხური მუსიკის ტრადიციებს აგრძელებს, თუმცა გოგონების შექმნილი მუსიკა გამოირჩევა უკვე არსებულისგან და საგრძნობლად ამდიდრებს მთის პოეზიით მდიდარ, მაგრამ მელოდიურად მწირ მუსიკალურ საგანძურს.

გოგონების რეპერტუარი მრავალფეროვანია. სიმღერების დიდი ნაწილი ფშაური პოეზიის ნიმუშებზეა შექმნილი, თუმცა საკუთარ ლექსებზეც ქმნიან სიმღერებს.

სიმღერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ირაკლი გოგოლაურის ლექსზე შექმნილმა სიმღერამ “ხევისბერი” , რომელიც 2012 წლის 25 იანვარს, პირველად ჩაწერა სტუდია “გუთანი”-ს გადამღებმა ჯგუფმა ფშავში, სახალხო მთქმელის და გმირის – მიხა ხელაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილ შეკრებაზე. ლექსის ავტორია ირაკლი გოგოლაური ხოლო მუსიკა ეკუთვნის ლელა ნაყეურს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]