განხილვა:JFK

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან განხილვა:ჯფკ)

ჩემი აზრით, სათაური არასწორია: ჯეი-ეფ-კეი ან ორიგინალი სათაური JFK უნდა ერქვას.--Saliner 20:02, 15 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

ქართულ თარგმანში ამ ფილმს ეწოდება გასროლა დალასში. ყველა ვიკიში ასეთი პრაქტიკა აქვთ, იმ სათაურით წერენ, როგორც იმ ენაზე იცნობენ. Deu. 08:22, 21 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
ქართულ ინტერნეტ საიტებზე ამ სათაურით წავაწყდი – „JFK - გასროლა დალასში“.--Saliner 08:44, 21 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
"იმ ენაზე იცნობენ" რას ნიშნავს? მაგ ქვეყნებში ოფიციალურად კინოთეატრებშია გამოსული მაგ სახელით და იმიტომ წერენ ეგრე. ჩვენთან ეს ფილმი ალბათ არ გამოსულა. ქართულმა პირატულმა საიტებმა მხოლოდ რუსული რომ იციან და იქიდან თარგმნიან იმას არ ნიშნავს, რომ მათი შერჩეული სახელები უნდა ვიმეოროთ.--Tornike 08:49, 21 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
სრულად გეთანხმები. კინოთეატრებშიც არ ყოფილა, გადავამოწმე.--Saliner 08:55, 21 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
კი, მაგას ვგულისხმობ, კინოთეატრებში რა სახელითაცაა გამოსული. Deu. 09:26, 21 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
ზოგადად ინიციალები ასე არ გადმოგვაქვს, მაგრამ JFK ან FDR მაგალითად უფრო აკრონიმებია და არა ინიციალები, ასე რომ უნდა ითარგმნოს, როგორც ჯეი-ეფ-კეი. თუმცა რადგან არც ისე ლამაზად გამოიყურება ორიგინალის წინააღმდეგიც არ ვიქნებოდი.--Tornike 18:20, 25 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
მე ორიგინალი სათაურისკენ უფრო ვიხრები.--Saliner 19:36, 25 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
მიუხედავად იმისა, რომ ქართულის მომხრე ვარ ყოველთვის და არასდროს არ მომწონს უცხოურად დაწერილი სათაურები, აქ ალბათ მართლა ორიგინალში ჯობია. სანამ ქართულ კინოთეატრებში გამოვა : ). Deu. 19:54, 25 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა--Saliner 09:02, 28 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]