მანგლისის ნაეკლესიარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ახალი გვერდის შექმნა)

მანგლისის ნაეკლესიარი — არქიტეტურული ძეგლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში, მანგლისის სიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით 200 მეტრში. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით აღნიშნულ ადგილს ეწოდება „მიჩეტკა“ და ხაზს უსვამენ, რომ მანდ ეკლესია არასდროს ყოფილა; მხოლოდ საფლავის ქვებია, რომლის გარშემოც გაურკევევლი ნნგრევებია.

ეკლესია აგებული ყოფილა ქიშა ქვის ნაკლებად დამუშავებული ლოდებით, ამავე ტიპის ქვებით არის აგებული გალავანიც, რომელიც შემოსდევს ნაეკლესიარს და მის გარშემო არსებულ სასაფლაოს. ადგილზე შემორჩენილია ხუთი კარგად გათლილი საფლავის ქვა, რომლებზეც ჯვრებია გამოსახული. მთლიანობაში ეკლესიის გარშემო 20-მდე ჩავარდნილი ადგილია, რომლებიც სავარაუდოდ საფლავებს უნდა წარმოადგენდნენ. აღსანიშნავია, რომ ნაეკლესიარიდან ამოსავლეთით და სამხრეთით 30-50მ-ს დაშორებით, ფიქსირდება ქვიშა ქვის ცუდად დამშავებული ლოდები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში თითქოს კედლის წყების შთაბეჭდილებას ტოვებენ. ნაეკლესიარის ზომებია: 7.7x4.7მ, შიდა სივრცე 5.5x2.6მ, კედლის სისქე მერყეობს 130-90 სმ შორის. გალავნის ზომებია: 26x16მ. მთლიანობაში ობიექტს უკავია 400 მ².

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39238