საყულია
სოფელი | |
---|---|
საყულია | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°08′05″ ჩ. გ. 42°33′17″ ა. გ. / 42.13472° ჩ. გ. 42.55472° ა. გ. |
პირველი ხსენება | XVIII საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 45 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1869[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,9 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
საყულია — სოფელი საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. ზღვის დონიდან 45 მეტრი, წყალტუბოდან 40 კილომეტრი.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1869 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 2445 | 1170 | 1275 |
2014[1] | 1869 | 932 | 937 |
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნეში. სოფლის ტერიტორიაზე მიკვლეულია გვიანდელი ბრინჯაოს, ადრინდელი რკინის, ადრინდელი ანტიკური და ელინისტური ხანის არქეოლოგიური მასალა. დგას XVII საუკუნის დასაწყისის ეკლესია. 1926 წლისთვის საყულიას თემი შედგებოდა ორი სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 3884 ადამიანს, ხოლო ფართობი 59,0 კმ²-ს.[3]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 205.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ ქუთაისის მაზრის ადმინისტრაციული რუკა[მკვდარი ბმული] საქართველოს ეროვნული არქივი
|