დღნორისა
სოფელი | |
---|---|
დღნორისა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
თემი | დღნორისა |
კოორდინატები | 42°28′07″ ჩ. გ. 42°49′06″ ა. გ. / 42.46861° ჩ. გ. 42.81833° ა. გ. |
პირველი ხსენება | XVII საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 800 მ |
მოსახლეობა | 321[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დღნორისა — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ლეხიდრისთავი, საჩხეური, ჭაშლეთი). მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 800 მეტრი, წყალტუბოდან 65 კილომეტრი. სოფლის ტერიტორიაზეა თავშავას ტბა.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 321 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 570 | 273 | 297 |
2014[1] | 321 | 154 | 167 |
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დღნორისა წყაროებში XVII საუკუნის 60-იანი წლებიდან იხსენიება. სოფელსა და მის მიდამოებში აღმოჩენილია სპილენძის ზოდები, ბრინჯაოს თოხები, კოლხური მონეტები, შემორჩენილია ფეოდალური ხანის ციხის ნანგრევები.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 664.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
|