პორტალი:პინკ ფლოიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პორტალი:პინკ ფლოიდი
პორტალი:პინკ ფლოიდი


პინკ ფლოიდი (ინგლ. Pink Floyd) — ინგლისური როკ-ჯგუფი, რომელმაც მსოფლიო წარმატებას მიაღწია ფსიქოდელიურ და პროგრესულ მუსიკაში. მათი ნამუშევრები გამორჩეულია ფილოსოფიური ლირიკით, ბგერითი ექსპერიმენტებით, ალბომების ინოვაციური ყდებითა და საკონცერტო გამოსვლების თანმხლები ფერადი შოუებით, სადაც თვითონ შემსრულებლები, ძირითადად, მეორეხარისხოვანნი იყვნენ. პინკ ფლოიდი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული როკ-ჯგუფია. მათ მთელ მსოფლიოში გაყიდული აქვთ 200 მილიონზე მეტი ალბომი, აქედან 74.5 მილიონი მხოლოდ აშშ-ში. 1996 წელს ჯგუფი შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში და მსოფლიოში კვლავ დიდი წარმატებით სარგებლობს.

თავდაპირველად ჯგუფში შედიოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები: როჯერ უოტერსი, ნიკ მეისონი, რიჩარდ რაიტი და სიდ ბარეტი. დაარსდა 1965 წელს, ხოლო გვიან 1960-იანებში პოპულარული გახდა ლონდონის ანდერგრაუნდში გამოსვლებით. ბარეტის ლიდერობით, მათ გამოუშვეს პირველი ორი სინგლი – „Arnold Layne“, „See Emily Play“ და წარმატებული სადებიუტო ალბომი The Piper at the Gates of Dawn (1967). გიტარისტი და ვოკალისტი დევიდ გილმორი პინკ ფლოიდს სიდ ბარეტის წასვლამდე რამდენიმე თვით ადრე შეუერთდა. ბარეტის წასვლის მიზეზი მისი გაუარესებული გონებრივი მდგომარეობა იყო. სიმღერების მთავარი ავტორის წასვლის შემდეგ, ძირითადი და კონცეფციების ავტორი როჯერ უოტერსი გახდა, ხოლო გიტარისტი და მეორე ვოკალისტი - დევიდ გილმორი. ამ შემადგენლობით პინკ ფლოიდმა მსოფლიო წარმატებას მიაღწია, ძირითადად ალბომებით The Dark Side of the Moon, Wish You Were Here, Animals და როკ-ოპერის მსგავსი The Wall-ით.

ვრცლად...

შემთხვევითი სტატია - შემდეგის ჩვენება


პინკ ფლოიდი იყო ერთ-ერთი პირველი მუსიკალური კოლექტივი, რომელიც სცენაზე პროექციების სახით იყენებდა თხევად სლაიდებს და ფსიქოდელიურ ფერებს, რომლებიც ერწყმოდა მათ მუსიკას. ამასთან, აღსანიშნავია პინკ ფლოიდის საკონცერტო ტექნიკა და ჟღერადობა. მუსიკის გარდა, ჯგუფის კონცერტები გამოირჩეოდა ხმის სპეციალური ეფექტებით.

1970-იან წლებში ფსიქოდელიური როკი შედარებით ნაკლები პოპულარობით სარგებლობდა და ჯგუფის მიერ მთელი აქცენტი გადატანილი იქნა უშუალოდ განათებაზე. როჯერ უოტერსის წასვლის შემდეგ ლაზერული ეფექტების გამოყენებამ პიკს მიაღწია. 1994 წლის ტურნეს Division Bell დროს გამოიყენებოდა ლაზერული სტრობოსკოპების მაქსიმალური რაოდენობა. თითოეული მათგანის ფასი 120.000 დოლარს შეადგენდა.


ვრცლად...

შემთხვევითი სიმღერა - შემდეგის ჩვენება


„Us and Them“ (ინგლ. ჩვენ და ისინი) — კომპოზიცია პინკ ფლოიდის 1973 წლის ალბომიდან The Dark Side of the Moon. სიმღერის ავტორები არიან რიჩარდ რაიტი და როჯერ უოტერსი. ის გრძელდება 7 წუთსა და 51 წამს და არის ყველაზე ხანგრძლივი სიმღერა ალბომზე. 70-იან წლებში, კონცერტებზე, უფრო გახანგრძლივებულ ვერსიას უკრავდნენ, თუმცა უფრო გვიანდელ ტურებზე მას ზოგჯერ დაახლოებით ერთი წუთით ამოკლებდნენ, რაც ჩანს ბუტლეგებზე და საკონცერტო ალბომებზე P•U•L•S•E და Delicate Sound of Thunder.


ვრცლად...

შემთხვევითი ბიოგრაფია - შემდეგის ჩვენება


ჯორჯ როჯერ უოტერსი (ინგლ. George Roger Waters; დ. 6 სექტემბერი, 1943, დიდი ბუკჰემი, დიდი ბრიტანეთი) — ინგლისელი როკ-მუსიკოსი, ვოკალისტი, ბას-გიტარისტი, სიმღერების ავტორი და კომპოზიტორი. იგი უფრო მეტად ცნობილია, როგორც ჯგუფ პინკ ფლოიდის წევრი და ლიდერი 1968–1985 წლებში.

1968 წელს პინკ ფლოიდი დატოვა სიდ ბარეტმა და უოტერსი იქცა ჯგუფის ტექსტებისა და მუსიკის, აგრეთვე კონცეპტუალური იდეების ავტორად. მსოფლიო წარმატება კოლექტივმა მოიპოვა 1970-იანი წლების ალბომებით The Dark Side of the Moon, Wish You Were Here, Animals და The Wall. მიუხედავად, რომ უოტერსი ძირითადად ბას-გიტარაზე უკრავდა, იგი ასევე ატარებდა ცდებს სინთეზატორებთან და ფირებთან, კონცერტებსა და სტუდიურ ჩანაწერებზე კი რითმულ გიტარაზეც უკრავდა. 1985 წელს, კოლექტივის სხვა წევრებთან აზრთა სხვადასხვაობის გამო მან დატოვა პინკ ფლოიდი და ყოფილ კოლეგებთან სასამართლო დავით ეცადა, შეენარჩუნებინა კონტროლი ჯგუფის სახელწოდებასა და მასალაზე. 1987 წელს ეს დავა დასრულდა საავტორო უფლებების გადანაწილებით. 2010 წლის მონაცემებით პინკ ფლოიდს მსოფლიო მასშტაბით გაყიდული ჰქონდა 200 მილიონი დისკი, მათ შორის 74.5 მილიონი - მხოლოდ აშშ-ში.

ვრცლად...

შემთხვევითი ალბომი - შემდეგის ჩვენება


The Dark Side of the Moonინგლისურ პროგრესულ როკ ჯგუფ პინკ ფლოიდის მერვე სტუდიური ალბომი, გამოცემული 1973 წლის მარტში. იგი ეფუძნება ჯგუფის მიერ მანამდე შექმნილ ჩანაწერებსა და საკონცერტო გამოსვლებს, თუმცა არ შეიცავს ვრცელ ინსტრუმენტულ პიესებს, რომლებიც პინკ ფლოიდს ახასიათებდა 1968 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჯგუფი დატოვა მუსიკისა და ტექსტების თანაავტორმა, სიდ ბარეტმა. The Dark Side of the Moon-ში მიმოხილულ თემებს შორის არის კონფლიქტები, სიხარბე, დრო და გონებრივი შეშლილობა, რაც შთაგონებული იქნა ბარეტის პიროვნებით.

სიმღერების ეს ციკლი შეიქმნა საკონცერტო გამოსვლების პერიოდში და პირველად წარდგენილი იქნა სტუდიური ჩანაწერის გამოსვლამდე. ახალი მასალა 1972 და 1973 წლებში, ები როუდის სტუდიაში (ლონდონი) იწერებოდა. ჯგუფი იყენებდა თავისი დროის ყველაზე ახალ ხმისჩამწერ ტექნიკას, მაგალითად მრავალფირიან ჩასაწერ მოწყობილობებსა და ფირების მარყუჯებს. რამდენიმე სიმღერაში გამოყენებული იქნა ანალოგური სინთეზატორები და ჯგუფის ტექნიკურ პერსონალთან საუბრების ნაწყვეტები, სადაც ჟღერს სხვადასხვა საკითხის ფილოსოფური განხილვა. ხმის ინჟინერმა ალან პარსონსმა ალბომის ჟღერადობაზე და სტუდიაში კლერ ტორის დამატებითი ვოკალისტის სახით მოყვანაზე იზრუნა. ალბომის საკულტო გარეკანზე გამოსახული პრიზმა ასახავს ჯგუფის სასცენო განათებას, ტექსტების თემებსა და მუსიკოს რიჩარდ რაიტის მიერ „უბრალო და ნათელი“ დიზაინის შექმნის იდეას.

ვრცლად...

შემთხვევითი ფოტო - შემდეგის ჩვენება


ჯგუფის გამოსვლა მარათონზე Live 8


სხვა მედია...

კატეგორიები

ქეშის გაწმენდა