მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი ცაგარეიშვილი (დ. 7 მარტი, 1969, თბილისი) — ქართველი თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი.
1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნის სპეციალობით, ხოლო 1999 წელს იმავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურა. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „მემარჯვენე ოპოზიცია, მრეწველები, ახლები“. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით , საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.
2021 წლის 24 დეკემბერს კახა კუჭავას გადადგომისა და საპარლამენტო მანდატის დატოვების შემდეგ გახდა პარლამენტში მისი ადგილმონაცვლე.[1]