მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი ასანიძე (დ. 30 აგვისტო, 1975, საჩხერე) — ქართველი სპორტსმენი, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარ მწვრთნელი, საქართველოს პარლამენტის ორგზის ( 2004, 2008) წევრი. ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენებისა და ღირსების ორდენის კავალერი.[1]
გიორგი ასანიძე დაიბადა 1975 წლის 30 აგვისტოს ქალაქ საჩხერეში. 1996 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (კრწანისის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკიდან „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“. 2006-2007 წლებში — რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ განხორციელებელი ქმედებების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (გლდანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. იყო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე. 2013 წელს გიორგი ასანიძე დაინიშნა საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად.[2]
პროფესიით არის მწვრთნელი–პედაგოგი და ეკონომისტი.
2017 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციაციამ გიორგი ასანიძე წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.[3]
2018 წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაასახელა წლის საუკეთესო მწვრთნელად.
ასანიძემ მონაწილეობა მიიღო 2000 წლის ზაფხულის ოლიმპიადაში 85 კგ წონით კატეგორიაში, სადაც მან მოიგო ბრინჯაოს მედალი. 2001 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი (ანტალია). 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე მოიპოვა ოქროს მედალი.
- ატაცი: 181 კგ
- აკვრა 210 კგ
- ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. გვ. 24 — თბ., 1998-1999.