აგუბედია
აგუბედია[1] (აფხ. Агәы-Бедиа) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, მდინარე ოხოჯის მარცხენა ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები:აძხიდა, ახეცარა, აჯრა, მეორე კოპიტი, მიშველი, ნარჯხეუ, ოხოჯა, პატრახუწა, პირველი კოპიტი, ქვალონი). ზღვის დონიდან 120 მ, შავი ზღვიდან 20 კმ, ოჩამჩირიდან 21 კმ. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[2].
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აგუბედიას გვიანდელ ფეოდალურ ხანაში გულიბედია, ასევე შუაბედია ეწოდებოდა. XVIII საუკუნის დასაწყისში ახალმა, აფხაზურმა მოსახლეობამ სოფლის სახელის პირველი ნაწილი — „გული“, „შუა“ აფხაზურად თარგმნა („აგუ“). აგუბედიას მიდამოებშია ბედიის მონასტერი ეკლესიით (X-XI საუკუნეები), სამრეკლოთი და სასახლით, შუა საუკუნეების ციხე „ტყაური“.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 282 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989 წ. აღწ. | 282 | -- | -- |
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 46.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 14.
- ↑ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-01. ციტირების თარიღი: 2011-04-02.