აბააჟვახუ (ღვადის თემი)
აბააჟვახუ[1][2], აბააჟვ-ახუ (აფხ. Абаажә ахәы) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (ღვადის თემი). კოდორის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ცხენისწყლის (აფხაზეთისა) სათავესთან, მდინარე უჩაღალის ზემოთში. ზღვის დონიდან – 260 მეტრი, შავი ზღვიდან – 22 კილომეტრი, ოჩამჩირიდან – 25 კილომეტრი.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სახელწოდება აფხაზურად „ძველი ციხესიმაგრის ბორცვს“ ნიშნავს. 1949 წელს ღვადის სასოფლო საბჭოში შედიოდა. 1989 წლის მდგომარეობით მოსახლეობა შეადგენდა 260 კაცს. ამჟამად კონტროლდება აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ. საქართველოს უახლესი კანონმდებლობით მიეკუთვნება „რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს“.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ცხადაია პ., ხორავა ბ., „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, გვ. 130, თბ., 2016.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 10.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 10.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 13.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 13.