Palmtex Portable Videogame System (PVS), აგრეთვე ცნობილი როგორც PVS Command Console, მოგვიანებით მიღო სახელწოდება Super Micro) — მეორე თაობის კარტრიჯული პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, წარმოებული და გამოცემული კომპანია Palmtex-ის მიერ 1984 წელს.[1] კონსოლის წარმოება შეწყდა გამოსვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ.
დაანონსდა 1983 წლის 30 იანვარს. კონსოლის თავდაპირველი ფასი შეადგენდა 39.95 აშშ დოლარს.[2] მასზე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ და მხოლოდ სამი ერთეული თამაში: „React Attack“, „Aladdin's Adventures“ და „Outflank“. საერთო ჯამში კონსოლის გაყიდვების რაოდენობამ შეადგინა დაახლოებით 37,200 ეგზემპლარი. მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, LCD ეკრანი განთავსებული იყო არა კარტრიჯზე, არამედ კონსოლის კორპუსზე.[3]