ჰისარის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰისარის ქედი
ანზობის უღელტეხილი ჰისარის ქედზე
ანზობის უღელტეხილი ჰისარის ქედზე
კოორდინატები: 38°55′00″ ჩ. გ. 68°15′00″ ა. გ. / 38.91667° ჩ. გ. 68.25000° ა. გ. / 38.91667; 68.25000
ქვეყანა ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი
უზბეკეთის დროშა უზბეკეთი
სიმაღლე 4643 
სიგრძე 200 კმ
ჰისარის ქედი — ტაჯიკეთი
ჰისარის ქედი

ჰისარის ქედი — ქედი შუა აზიაში, პამირ-ალაის მთათა სისტემის დასავლეთ ნაწილში. განფენილია ტაჯიკეთსა და უზბეკეთში. მდინარეების ზარაფშანისა და ამუდარიის აუზების წყალგამყოფი. სამხრეთ-დასავლეთ განშტოებების გარეშე ქედის სიგრძე დაახლოებით 200 კმ აღწევს. სიმაღლე 4643 მ-მდე. ჭარბობს მაღალმთის რელიეფი, სამხრეთ-დასავლეთ განშტოებებსა და ჩრდილოეთ მთისწინეთში განვითარებულია კარსტი. არის მყინვარები.[1]

უმეტესწილად აგებულია კრისტალური ქანებით, ფიქლებითა და ქვიშაქვებით, გაკვეთილი გრანიტული ინტრუზივებით. ქედის ცენტრალურ ნაწილში ზღვის დონიდან 2195 მ სიმაღლეზე მდებარეობს თვალწარმტაცი მთის ტბა ისქანდერქოლი. ფერდობების ქვედა ნაწილი შემოსილია მაღალბალახოვანი სტეპით, ზემოთ — კორდიან-მარცვლოვანი მცენარეულობა და ბუჩქნარია, უფრო მაღლა სუბალპური და ალპური მდელოები. არის ნაკრძალები.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]