სოფელში შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – შუა საუკუნეების ციხე. ციხე მდებარეობს კლდოვან ბორცვზე. ყველაზე მაღალ ადგილას აღმართულია ციხის ციტადელი, რომელსაც გარს ერტყმის ბურჯებითა და კოშკებით გამაგრებული გალავანი. კედლები ნაგებია „ფარდაგულად“ – ქვით, აგურითა და ბათქაშის ხსნარით. ციხის მახლობლად დიდი ნასოფლარია, სადაც შემორჩენილია 3 ეკლესიის ნაშთი, მათ შორის ერთია „პატარა ჯიხეთად“ წოდებული ეკლესია.[2]
საბჭოთა პერიოდში, 1934 წელს სოფელში მოეწყო თევზის მეურნეობა 140 ჰექტარ ფართობზე. ტბორები წყალს იღებდა მდინარერიონისა და ხევისწყლისგან. მისი მწარმოებლურობა 70-80 ტონას შეადგენდა.[5]