ჭირვეული მეზობლები
„ჭირვეული მეზობლები“ | |
---|---|
ფილმის პოსტერი | |
დამდგმელი რეჟისორი | შოთა მანაგაძე |
სცენარის ავტორი | გიორგი მდივანი |
როლებში |
სანდრო ჟორჟოლიანი შალვა ღამბაშიძე სესილია თაყაიშვილი ცეცილია წუწუნავა და სხვები. |
კომპოზიტორი | დავით თორაძე |
ხმის ოპერატორი | რაფიელ კეზელი |
ოპერატორი | იური რიშკოვი |
მხატვარი | სერაპიონ ვაწაძე |
სტუდია | თბილისის კინოსტუდია |
გამოსვლის თარიღი | 1945 |
ხანგრძლივობა | 70 წუთი |
ქვეყანა | სსრკ |
ენა | ქართული |
ჭირვეული მეზობლები — 1945 წლის ქართული საბჭოთა ფილმი. რეჟისორი შოთა მანაგაძე.[1]
სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ძველი მეგობრები და ამასთანავე მეზობლები, რომელთა კარმიდამოებს საერთო ღობე ჰყოფს, მუდმივად ქიშპობენ და ეჯიბრებიან ერთმანეთს. დიდი სამამულო ომის დროს თითოეული ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს სამშობლოსა და ბრძოლის ველზე მყოფ მებრძოლთა დასახმარებლად.
ამირანი ფრონტიდან გრამიტონისთვის გამოგზავნილ დეპეშას არასწორად ამოიკითხავს და გრამიტონის ვაჟს — თენგიზს დაღუპულად გამოაცხადებს, რასაც მთელი სოფელი გაიგებს და განიცდის. მხოლოდ თენგიზის დედ-მამას და ამირანის ქალიშვილს უმალავენ ამ უბედურებას. კოლმეურნეობის თავმჯდომარე უხსნის, რომ ასე გაგრძელება დიდხანს არ შეიძლება და აიძულებს, სიმართლე უთხრას დაღუპული გმირის ოჯახს. გაუგებრობა მალე ირკვევა…
როლებს ასრულებენ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი — ამირანი
- შალვა ღამბაშიძე — გრამიტონი
- ცეცილია წუწუნავა — პეპელა, ამირანის ცოლი
- სესილია თაყაიშვილი — მანანა, გრამიტონის ცოლი
- ლიანა ასათიანი — ციალა, ამირანის ქალიშვილი
- ამირან ტყებუჩავა — თენგიზი, გრამიტონის ვაჟი
- დუდუხანა წეროძე — ფოსტალიონი
- შალვა ჯაფარიძე — მამასახლისი
- აკაკი ხორავა — ქარხნის დირექტორი
- ნინო (ჩიტოლია) ჩხეიძე — კოლ–ბის თავმჯდომარე
- კირა ანდრონიკაშვილი
- ნუნუ მაჭავარიანი
- ვასილ ბალანჩივაძე
- შოთა კიკნაძე
- ჩ. ჯაფარიძე — ციალა ბავშვობაში
- გ. გუნია — თენგიზი ბავშვობაში
1966 წელს რეჟისორმა ნოდარ მანაგაძემ ფილმს ახალი რედაქცია გაუკეთა.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ჭირვეული მეზობლები“ ვიკისაწყობში.
- „ჭირვეული მეზობლები“ — ეროვნული ფილმოგრაფია
- „„ჭირვეული მეზობლები““ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|