ჩაპარე
თემა
ჩაპარე | |
---|---|
![]() ჩაპარე ქალაქ ვილია-ტუნართან | |
ქვეყანა |
![]() |
სიგრძე | 279 კმ |
![]() |
ჩაპარე — მდინარე ბოლივიაში, მამორეს მთავარი შენაკადი. განეკუთვნება ამაზონის აუზს. მისი სიგრძე 279 კმ-ია. სათავეს იღებს კოჩაბამბის დეპარტამენტში, მდინარეების - ესპირიტუ-სანტოსა და სან-მატეოს შერწყმის შედეგად. წარმოადგენს ჩაპარეს პროვინციის მთავარ საწყალოსნო გზას. მის წყლებში აღმოჩენილია თევზი Gephyrocharax chaparae, რომელსაც სახელი ამ მდინარისგან ეწოდა.