შურფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შურფი (გერმ. Schurf) — მიწის ზედაპირიდან გაყვანილი მცირე სიღრმის ვერტიკალური ან დახრილი გვირაბი; გაჰყავთ ჩვეულებრივ 25-იდან 40 მ-მდე. ფართო დანიშნულებისაა. იყენებენ სასარგებლო წიაღისეულის საბადოს დასაზვერავად, ვენტილაციისათვის, მაღაროში მასალების ჩასაშვებად, მომუშავეთა ჩასვლა-ამოსვლისათვის და სხვ. ნიადაგის ფენების უფრო ღრმა კვლევებისათვის მიმართავენ ბურღვას.

დღეისათვის ტერმინი შურფი ნაკლებად იხმარება და წარმოადგენდა პროსპექციის სინონიმს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]