შალვა მათიკაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შალვა მათიკაშვილი
საქართველოს სსრ მიწათმოქმედების სახალხო კომისარი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1931 – 19 მარტი, 1937

თანამდებობაზე ყოფნის დრო
29 ივნისი, 1928 – 28 ივლისი, 1929

თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 ნოემბერი, 1924 – 4 აპრილი, 1927
წინამორბედიალექსი გეგეჭკორი
მემკვიდრელავრენტი ბერია

დაბადებული17 აგვისტო, 1898
სოფელი ყვარელი, თელავის მაზრა, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვლილი13 ივლისი, 1937 (38 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირი
ეროვნებაქართველი

შალვა სპირიდონის ძე მათიკაშვილი (დ. 17 აგვისტო, 1898, სოფელი ყვარელი, თელავის მაზრა, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 13 ივლისი, 1937, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ბოლშევიკი, რევოლუციონერი, პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის ერთ-ერთი შემოქმედი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შალვა მათიკაშვილი დაიბადა 1898 წლის 17 აგვისტოს თელავის მაზრის სოფელ ყვარელში.

კომპარტიის წევრი 1917 წლიდან გახდა. აქტიურად მონაწილეობდა თბილისის ბოლშევიკური ორგანიზაციის საქმიანობაში. 1919 წელს გაიგზავნა პარტიულ სამუშაოზე გორის მაზრაში, იმავე წლის დასასრულს ბოლშევიკური პარტიის ტფილისის კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1920 წელს დამოუკიდებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შალვა მათიკაშვილი დააპატიმრა. გათავისუფლების შემდეგ იგი ჯერ ვლადიკავკაზში, შემდეგ კი ბაქოში — აზერბაიჯანის სამხედრო-საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარიატის პოლიტსამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე იყო. 1923 წლის 20 ივლისიდან 1924 წლის 15 თებერვლამდე მუშაობდა საქართველოს კპ (ბ) თელავის სამაზრო აღმასკომის თავმჯდომარედ. 1924 წლის 20 ნოემბრიდან 1927 წლის 4 აპრილამდე იყო საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი. 1927-1928 წლებში — სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის (ცაკ-ის) მდივანი. 1928 წლის 29 ივნისიდან 1929 წლის 28 ივლისამდე იყო საქართველოს სსრ იუსტიციის სახალხო კომისარი და პროკურორი, 1929-1930 წლებში — საქართველოს კპ (ბ) გორის საოლქო კომიტეტის მდივანი. 1931 წლიდან 1937 წლის 19 მარტამდე მუშაობდა საქართველოს სსრ მიწათმოქმედების სახალხო კომისრად, 1937 წლის 19 მარტიდან 15 მაისამდე კი — საქართველოს სსრ სახელმწიფო საგეგმო კომისიის თავმჯდომარედ, რის შემდეგაც ის დააპატიმრეს და სასჯელის უმაღლესი ზომა — დახვრეტა მიუსაჯეს. 1955 წლის 25 სექტემბერს იგი რეაბილიტირებულ იქნა.

შალვა მათიკაშვილი იყო ამიერკავკასიის კომუნისტური ორგანიზაციების I (1922 წ.), V (1927) ყრილობების, ამიერკავკასიის კომუნისტური ორგანიზაციების II პარტკონფერენციის (1922 წ.), საქართველოს კპ (ბ) IV (1925 წ.), VIII (1932 წ.), IX (1934 წ.), X (1937 წ.) ყრილობების დელეგატი.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1927 წელს გამოსცა წიგნი — „ქალაქის საბჭოების მუშაობა“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]