ფრენა
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/03/Flight.rob.arp.750pix.jpg/220px-Flight.rob.arp.750pix.jpg)
ფრენა — ობიექტის დამოუკიდებელი გადაადგილება აირებში ან ვაკუუმში.
ეს მოძრაობა შეიძლება განხორციელდეს რეაქტიული, ან ნებისმიერი სხვაგვარი ძრავით. ფრენა შესაძლებელია ძრავის გარეშეც (მაგალითად ინერციით).
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/b/b2/%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98_%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1_%28%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%29.gif/220px-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98_%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1_%28%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%29.gif)
ფრენა (ცხოველისა) — ცხოველის გადაადგილება ჰაერში ფრთების საშუალებით. ფრენის უნარი აქვთ მწერებისა და ფრინველების უმრავლესობას, აგრეთვე ზოგ ძუძუმწოვარს (მაგალითად ღამურას). მფრინავ ცხოველებს აქვთ აგებულების მთელი რიგი თავისებურებები, რაც უადვილდებთ ფრენას — მრავალი მწერის ტრაქეების სისტემის გაფართოება, ფრინველების საჰაერო პარკები და პნევმატური ძვლები და სხვა. აქტიური ფრენის დროს ჰაერში გადაადგილება ხდება ფრთების მოქნევით, პასიური ფრენის დროს კი - პლანირებით (სრიალით და ლივლივით). მწერების ფრენის სიჩქარე 7,5 — 15-იდან (ბუზი) 54 კმ/სთ-მდე (პეპელა სფინქსი) აღწევს. ფრინველებისა — 35 — 140 კმ/სთ-მდე, პიკირებისას შეიძლება 300 კმ/სთ-ს მიაღწიოს (შავარდენი).
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 397.