უკანტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უკანტბა
კოორდინატები: 42°20′56″ ჩ. გ. 44°48′15″ ა. გ. / 42.34889° ჩ. გ. 44.80417° ა. გ. / 42.34889; 44.80417
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული დუშეთის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2334 
ქედი გუდამაყრის ქედი
გამავალი გზა საცალფეხო
აკავშირებს ფშავის არაგვის ხეობას გუდამაყრის არაგვის ხეობა
ამგებელი ქანები იურული და ცარცული ასაკის კირქვა, მერგელი, ქვიშაქვა და თიხა
ლანდშაფტი სუბალპური ტყე-მდელო
უკანტბა — საქართველო
უკანტბა
უკანტბა — მცხეთა-მთიანეთის მხარე
უკანტბა

უკანტბაუღელტეხილი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გუდამაყრის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2334 მ. უღელტეხილის მიდამო აგებულია იურული და ცარცული ასაკის კირქვებით, მერგელებით, ქვიშაქვებითა და თიხებით. დამახასიათებელია სუბალპური ტყე-მდელოს ლანდშაფტი. მდინარე ფშავის არაგვის ხეობას აკავშირებს მდინარე გუდამაყრის არაგვის ხეობასთან საცალფეხო გზით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]