ტიუ (ფარაონი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პალერმოს ქვა, სადაც მოხსენიებულია ფარაონის სახელი.

ტიუეგვიპტის დინასტიამდელი პერიოდის ფარაონი. მართავდა ძველი ეგვიპტის ქვემო სამეფოს ძვ. წ. IV ათასწლეულის ბოლოს. მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. ტიუს არსებობის შესახებ პალერმოს ქვის პირველი ზოლიდან ვიგებთ. ამ ქვაზე ასევე მოხსენიებულნი არიან სხვა ნულოვანი დინასტიის სხვა ფარაონებიც, მაგრამ დღემდე მხოლოდ რამდენიმეს სახელია შემორჩენილი. გერმანელი ეგვიპტოლოგის, ლუდვიგ დავიდ მორენცოს, აზრით, მისი სახელი მიახლოებით „საწნეხს“ ნიშნავს ან „გამოსახულებას“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]