შინაარსზე გადასვლა

ტარკილის მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტარკილის მღვიმე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული გუდაუთის მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 215 მ
სიგრძე 235 მ
სიღრმე 2-3 მ
ამგებელი ქანები კონგლომერატი

ტარკილის მღვიმე — ბუნებრივი მღვიმე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სოფელ დურიფშის მიდამოებში, მდინარე გუდოუს აუზში, ზღვის დონიდან 215 მეტრზე. გამომუშავებულია ქვედა მეოთხეულ შეცემენტებულ კონგლომერატებში. ჯამური სიგრძე 235 მეტრი, საშუალო სიმაღლე და სიგანე — 2-3 მ. ტარკილის მღვიმეში გვხვდება სტალაქტიტური ნაღვენთები, მათ შორის კალციტის შთენილი ქერქი. მღვიმეში გაედინება ნაკადი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]