მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სუხე-ბატორი (მონღ. Сүхбаатар) — ქალაქი მონღოლეთში, მდინარე ორხონის ნაპირზე, სელენგის და ორხონის შესართავის მახლობლად. სელენგეს აიმაკის ადმინისტრაციული ცენტრი. 2007 წლის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობს 19 224 ადამიანი. სუხე-ბატორი არის სავაჭრო-სატრანსპორტო პუნქტი მოსკოვ-ულან-ბატორის რკინიგზაზე. ქალაქში არის ასანთის ფაბრიკა, სახლთსაშენი კომბინატი, წისქვილი, ვეტერინარული ტექნიკუმი.განვითარებულია ხელოსნობა. ქალაქი სუხე-ბატორი დაარსდა 1940 წელს, სახელი ეწოდა მონღოლეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწის დამდინ სუხე-ბატორის პატივსაცემად.
მონღოლეთის აიმაკების ადმინისტრაციული ცენტრები |
---|
| | |
|