სტეფანე რაზინის ძეგლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტეფანე რაზინის ძეგლი
ფაილი:Степан Разин с дружиной.jpg
კოორდინატები 47°13′04″N 39°43′42″E / 47.21769° ჩ. გ. 39.72826° ა. გ. / 47.21769; 39.72826
მდებარეობა დონის როსტოვი, რუსეთი
არქიტექტორი სერგეი კონიონკოვი
მასალა ბეტონი
გახსნის თარიღი 1972
მიძღვნილია სტეფანე რაზინი

სტეფანე რაზინის ძეგლი (რუს. Памятник Степану Разину) — ძეგლი დონის როსტოვში. ძეგლი ეძღვნება სტეფანე რაზინს, დონელ კაზაკს, რომელიც ხელმძღვანელობდა 1670-1671 წლების გლეხთა აჯანყებას. გაიხსნა 1972 წელს სერგეი კონიონკოვის პროექტის მიხედვით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტეფანე რაზინი არის XVII საუკუნის უდიდესი გლეხთა და კაზაკთა აჯანყების ხელმძღვანელი. იგი დაიბადა და გაიზარდა დონში. სწორედ აქედან ჩაუდგა სათავეში მეფის საწინააღმდეგო აჯანყებას. დონში არის უამრავი ისტორიული ადგილი, რომელიც დაკავშირებულია ლეგენდარულ დონელ ატამანთან. სოფელ სტაროჩერკასკაიაში დაცულია სახლი სადაც დაიბადა სტეფანე რაზინი. ნოვოჩერკასკის დონის კაზაკთა მუზეუმში დაცულია და გამოფენილია სტეფანე რაზინის სკულპტურა (ავტორი ე. ვუჩეტიჩი). წლების განმავლობაში ლეგენდარული ატამანის გარშემო უამრავი ლეგენდა და მითი შეიქმნა, რომელიც გამოიყენა არაერთმა კულტურის მოღვაწემ. ერთ-ერთი მათგანი იყო საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი სერგეი კონიონკოვი (რომელმაც ვერ იცოცხლა ძეგლის დადგმამდე, თუმცა მან შექმნა მისი ხის მოდელი[1]) და არქიტექტორი ლ. ლობანი, რომელმაც მოახდინა ატამანისადმი მიძღვნილი ძეგლის პროექტის გადამუშავება. ძეგლის ყველა ქანდაკება ჩამოსხმულია ბეტონისაგან ადგილობრივ ქარხანაში. 1972 წლის 5 ივნისს, სანაპიროზე, საზღვაო სასწავლებლის მახლობლად აღმართეს სტეფანე რაზინისა და მისი ერთგული მეგობრების ძეგლი[2].

ძეგლის აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძეგლი შედგება შვიდი ქანდაკებისაგან. უმთავრესია სტეფანესა და სპარსეთის პრინცესის ქანდაკება. ასევე ძეგლი მოიცავს 5 ერთგულ მეგობარს, რომლებიც სხედან ნავზე[2][3].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Памятник Степану Разину, Ростов-на-Дону“. Изготовление памятников (რუსული). ციტირების თარიღი: 2017-01-08.
  2. 2.0 2.1 Елена Александровна Пугачёва, Алексей Сергеевич Злыгостев. Ergonomic-Data.com , E-Mail webmaster@historic.ru. История архитектуры Нижнего Дона и Приазовья (Кукушин В.С.). rostov-region.ru. ციტირების თარიღი: 2017-01-08.
  3. Памятник Степану Разину в Ростове-на-Дону | Памятники всего мира. foretime.ru. ციტირების თარიღი: 2017-01-08.