სისლა
თემა
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/74/Syslur_of_the_Faroe_Islands.png/220px-Syslur_of_the_Faroe_Islands.png)
სისლა (ფარ. Sýsla) — (ისტორიული) ადმინისტრაციული ერთეული სკანდინავიის ქვეყნებში.
იმის მიუხედავად, რომ ტერმინი «სისლა» უკვე არ გამოიყენება დანიასა და ნორვეგიაში, ეს ტერმინი გამოიყენება ისლანდიაში და ფარერის კუნძულებზე.
ფარერის კუნძულებზე არის ექვსი ისტორიული სისლა: ნოროიარი, ესტუროი, სტრეიმოი, ვოარი, სანდოი, სუვუროი. დღეისთვის სისლა ტექნიკური თვალსაზრისით „საპოლიციო ოლქს“ აღნიშნავს, ტერმინი ასევე ფართოდ გამოიყენება გეოგრაფიული რეგიონის აღსანიშნავად. ადრეულ ხანაში ყოველ სისლას ჰყავდა თავისი თინგი (საკრებულო), სადაც იკრიბებოდა ეგრეთ წოდებული - várting (გაზაფხულის კრება).