სვანთა სავანე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სვანთა სავანე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული გულრიფშის მუნიციპალიტეტი
სიგრძე 10 მ
სიღრმე 15 მ
აღმოჩენის წელი 1958

სვანთა სავანე, ამტყელიმღვიმე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სოხუმიდან 35 კმ-ზე, მდინარეების ამტყელისა და ჯამპალის შესართავთან 200 მ-ზე. სიგრძე 10 მ, სიგანე — 12–13 მ, სიმაღლე 15 მ. აღმოაჩინეს 1958 წელს, გათხარეს 1963–1965 წლებში (ნ. ზ. ბერძენიშვილი). ფიქსირებულია (1,5 მ სიმძლავრის) 4 ლითოლოგიური ფენა. არქეოლოგიურ მასალას შეიცავს IV ფენა. წარმოადგენს ზედა პალეოლითური ხანის ადრინდელი საფეხურის პირველყოფილ ადამიანთა ხანგრძლივ ნაბინარს. ქვის იარაღის დამუშავება იქვე ხდებოდა. ნაპოვნია ზედა პალეოლითური ხანის 4500-ზე მეტი ქვის ნივთი (საჭრისები, საფხეკები, გრავტის ტიპის მაგვარი იარაღი, მიკროიარაღი და სხვა). აგრეთვე მუსტიეს ხანის იარაღი და წარმოების ნაშთები. ფაუნიდან აღსანიშნავია დომბის, შვლის, მღვიმური დათვის, ჯიქის ძვლების ნაშთები.

მასალა დაცულია ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]