სერენა მარია აუნონ-ჩანსელორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სერენა მარია აუნონ-ჩანსელორი
ინგლ. Serena Maria Auñón-Chancellor
დაბ. თარიღი 9 აპრილი, 1976 (1976-04-09) (48 წლის)
დაბ. ადგილი ინდიანაპოლისი, ინდიანა, აშშ
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
სპეციალობა ფიზიკოსი, ინჟინერი

სერენა მარია აუნონ-ჩანსელორი (ინგლ. Serena Maria Auñón-Chancellor, დ.9 აპრილი, 1976, ინდიანაპოლისი, ინდიანა) — ამერიკელი ექიმი, ფიზიკოსი, ინჟინერი და ნასა-ს კოსმონავტი[1][2]. მეორე ლათინოამერიკელი რომელიც კოსმოსში გაფრინდა.

2018 წლის 6 ივნისს ბორტინჟინრის სტატუსით გაფრინდა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის 56-ე/57-ე მისიის განსახორციელებლად[3].

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერენამ ბაკალავრის ხარისხი ელექტროტექნიკის დარგში ვაშინგტონის უნივერსიტეტში მიიღო. მედიცინის დოქტორის წოდება ტეხასის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის სამეცნიერო ცენტრში, ჰიუსტონში მიიღო, 2001 წელს. 2006 წელს ამავე უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი გახდა[1].

პროფესიული საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასტრონავტთა კორპუსში ჩარიცხვისას იგი მუშაობდა დოცენტად ტეხასის უნივერსიტეტის სამედიცინო განყოფილების პროფილაკტიკური მედიცინისა და სოციალური ჯანდაცვის კათედრაზე, პროფილაკტიკური მედიცინისა შინაგანი მედიცინის ფაკულტეტზე.

კარიერა ნასაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერენა ნასაში 2006 წელს მიიღეს, ეკიპაჟის ექიმის სტატუსით. საავიაციო ექიმად მუშაობდა პროგრამაში Space Shuttle.

2009 წლის 29 ივნისს იგი მიიღეს ნასას მეოცე ასტრონავტთა შემადგენლობაში. 2011 წელს დაასრულა კოსმონავტ კანდიდატთა სასწავლო პროგრამა.

2009 წელს კოსმოსურ გაფრენაში შეტანილი წვლილისთვის აეროკოსმოსური სამედიცინო ასოციაციისგან მიიღო Julian E. Ward Memorial Award-ის ჯილდო.

სერენამ ცხრა თვე გაატარა რუსეთში და მხარდაჭერას უწევდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე კოსმონავტთა სამედიცინო ქმედებებს. 2009 წელს იკავებდა მისია STS-127-ის ეკიპაჟის ქირურგის მოადგილის ადგილს, ხოლო 2009-2010 წლებში 22-ე მისიაშიც მონაწილეობდა. კაზახეთში მონაწილეობას იღებდა დედამიწაზე დაბრუნებული კოსმონავტებისთვის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფაში.

2012 წლის ივნის მონაწილეობას იღებდა ნასას მისიაში ექსტრემალურ გარემოში (NEEMO 16) და პილოტირებას უწევდა წყალქვეშა აპარატს DeepWorker 2000-სს[4][5][6].

იგი მუშაობს ხომალდ ირიონის სამედიცინო სამუშაოების დირექტორის მოადგილედ[7].

2013 წლის 22 ივლისს კოსმონავტ რენდი ბრეზნიკთან ერთად მონაწილეობდა CST-100 Starliner-ის მორგებაში. პროცესი ორ ეტაპად ოთხ-ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ასტრონავტები სპეციალური სკაფანდრებით განთვსებულები იყვნენ მოდულში, ხოლო სპეციალიისტები ტესტავდნენ საკომუნიკაციო საშუალებებს, პანელებთან წვდომასა და აღჭურვილობის მუშაობას.

2015 წლის 11 ივლისიდან ორი კვირის განმავლობაში ნორიშიგე კანაისთან, ინჟინერ დევიდ კოენთან და ასტრონავტ ლუკა პარმიტანოსთან ერთად მონაწილეობდა ნასას მისიაში ექსტრემალურ გარემოში (NEEMO 20). ისინი წყალქვეშა სამეცნიერო ხომალდზე მყოფებოდნენ, რომელიც კი ლარგო-დან ხუთი-ექვსი კილომეტრის დაშორებით წყლის დონიდან ცხრამეტი მეტრის წიღრმეში იმყოფებოდა.

2016 წლის 7 ივლისს ჟურნალ „კოსმონავტიკის სიახლეების“ ფორუმზე გამოჩნდა განცხადება „სოიუზ MS-10-ის“ ეკიპაჟის დეოებით შემადლობაში მის დანიშვნაზე, გენადი პადალკოსა და ანდრეი ბაბკინთან ერთად.

2018 წლის 19 იანვარს სერენა ჯანეტ ეპსის ნაცვლად დანიშნულ იქნა „სოიუზ MS-09-ის“ ეკიპაჟის ძირითად შემადგენლობაში.

სერენა აუნონი

გაფრენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტარტი განხორციელდა 2018 წლის 6 ივნისს 14:12 საათზე გაგარინის სასტარტო-გამშვები პოლიგონიდან ბაიკონურის კოსმოდრომზე, ყაზახეთი. ხომალდის დაახლოება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან და „რასვეტის“ მოდულთან შეერთება ავტომატურ რეჟიმში ორდღიანი სქემით მიმდინარეობდა. სადგურთან შეერთება განხორციელდა 2018 წლის 8 ივნისს 16:01 საათზე.

20188 წლის 20 დეკემბერს 08:02 საათზე აპარატი ყაზახეთის სტეპში დაეშვა. ეკიპაჟის შემადგენლობაში იყვნენ სერგეი პროკოპიევი, ალექსანრე გერსტომი და სერენა აუნონ-ჩანსელორი. ექსპედიციის კოსმოსში ყოფნის დრო 196 დღეს 17 საათსა და 49 წუთს შეადგგენდა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერენა ცოლად გაჰვა ფიზიკოს ჯეფ ჩანსელორს და ზრდის მის შვილს, სარაფინას, პირველი ქორწინებიდან. იგი ცხოვრობს ლიგ სითიში, ტეხასის შტატში. მისი მამა, ხორხე აუნონი კუბელი ემიგრანტია და აშშ-ში 1960 წელს ჩავიდა. დედა — მარგარეთ აუნონი მწერალი და ბესტსელერების ავტორია, ფსევდონიმით მეგი სეფტონი.

ჰობი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერენას ჰობია კალათბურთი, კრიკეტი, სოფთბოლი, ლაშქრობა და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Une astronaute noire de la Nasa mystérieusement remplacée au dernier moment, Le Huffington Post,‎ 19 janvier 2018.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 NASA HQ. (2009-06-29) Serena M. Auñón-Chancellor (M.D.) NASA Astronaut. NASA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-03. ციტირების თარიღი: 2009-06-29.
  2. NASA. (2009-06-29) In Their Own Words: Serena M. Aunon. NASA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-28. ციტირების თარიღი: 2009-06-29.
  3. Роскосмос. РН «Союз-ФГ» с ТПК «Союз МС-09» стартовала с космодрома Байконур. Госкорпорация «РОСКОСМОС» (2018-06-06). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-12. ციტირების თარიღი: 2018-06-07.
  4. Squyres, Steve. (2012-06-17) NEEMO 16: EVA Divers and Subs. NASA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-13. ციტირების თარიღი: 2012-07-12.
  5. Image of the Week: Aquanaut to astronaut. UK Space Agency (2012-06-26). ციტირების თარიღი: 2012-07-12.
  6. Melanie Whiting. (2016-02-16) Serena M. Auñón-Chancellor (M.D.) NASA Astronaut. NASA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-25. ციტირების თარიღი: 2019-02-27.
  7. Julian A. Ward Award დაარქივებული 2011-07-20 საიტზე Wayback Machine.