პიერ გრენგორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პიერ გრენგორი
ფრანგ. Pierre Gringore
დაბადების თარიღი 1475[1] [2] [3] [4] ან 1470[5]
დაბადების ადგილი ტიური-არკური
გარდაცვალების თარიღი 1539[5]
გარდაცვალების ადგილი ლოთარინგიის საჰერცოგო
საქმიანობა დრამატურგი, პოეტი, თეატრის მსახიობი, დრამატურგი და მწერალი[6]
ენა საშუალფრანგული ენა და Medieval Latin
მოქალაქეობა  საფრანგეთის სამეფო
Magnum opus Le chasteau de labour, Lettres nouvelles de Milan, Entrée de l'archiduc Philippe d'Autriche, Entrée d'Anne de Bretagne, Les abus du monde, Les folles entreprises, La complainte de Trop Tard Marié, La resolution de Ny Trop Tost Ny Trop Tard Marié, L'entreprise de Venise, La chasse du cerf des cerfz, Les sotz nouveaulx farcez, couvez, Le jeu du Prince des Sotz et Mere Sotte, Sotye nouvelle des croniqueurs, Entrée royale de Claude de France, Les menus propos, Heures de Nostre Dame, La vie de monseigneur saint Loys, Le blazon des heretiques, La piteuse complainte de la Terre Sainte, L'union des princes, L'espoir de paix, Les fantaisies de Mere Sotte, L'obstination des Suysses, Rondeaux contenant la confession d'un amoureux, Maistre Aliborum qui de tout se mesle et sçait faire tous mestiers et de tout rien, Le Peuple françois, le Peuple ytalique და La coqueluche

პიერ გრენგუარი, პიერ გრენგორი (დ. დაახ. 1475 — გ. 1538) — ფრანგი პოეტი და დრამატურგი[7]. დაიბადა ნორმანდიაში, ტურ-არკურში. თუმცა დანამდვილებით ცნობილი არ არის მისი დაბადების ადგილისა და თარიღის შესახებ. მისი პირველი ნაშრომი არის ალეგორიული პოემა „შრომის ციხესიმაგრე“ (Le Chasteau de Labour) (1499 წელი).

1506 წლიდან 1512 წლამდე იგი იყო თეატრალური დასის, „უზრუნველი ბავშვები“, ხელმძღვანელი და დრამატურგი პარიზში. გრენგუარი ცნობილია თავისი სატირული ხასიათის ნაშრომებით. ამ პერიოდში მან დაწერა ცნობილი კომედია („Confrérie des Enfants Sans Souci or Sots“). პარიზში ყოფნის დროს იგი გახდა მეფე ლუი XII-ის კარის პოეტი, სადაც იგი თავის წარმოდგენებში ამასხარავებდა რომის პაპს. დაძაბული პერიოდი რომსა და საფრანგეთს შორის დასრულდა იტალიური ომებითა და კათოლიკური ლიგის შექმნით 1511 წელს. ამ პერიოდში გრენგუარმა დაწერა რამდენიმე ნაწარმოები („La Chasse du cerf des cerfs“ (1510) და ტრილოგია „Le Jeu du Prince des Sots et Mère Sotte“ ), სადაც დამნაშავედ გამოიყვანა რომის პაპი იულიუს II.

პარიზში ყოფნის პერიოდში მან 1514 წელს პარიზელი ხუროებისა და კალატოზებისთვის საიდუმლოდ დაწერა პიესა საფრანგეთის მეფე ლუი IX-ზე („Vie Monseigneur Sainct Loys par personnaiges“). ზოგიერთი მკვლევარი ამ ნაწარმოებს გრენგუარის შედევრად მიიჩნევს.

მას შემდეგ, რაც სამეფო ტახტზე ავიდა ფრანსუა I გრენგუარი ვერ სარგებლობდა შემოქმედებითი თავისუფლებით. იგი 1518 წელს გადავიდა ლოთარინგიაში, სადაც დაქორწინდა კატრინ როჟერზე.

მიუხედავად იმისა, რომ გრენგუარი თავის ნაწარმოებებში კილავდა პაპის ხელისუფლებას, თავად ღვთისმოშიში კათოლიკე იყო. ერთ-ერთ გვიანდელ ნაწარმოებებში („Blazon des hérétiques“, 1524 წელს) იგი გამოდის ერეტიკოსებისა და პროტესტანტების წინააღმდეგ. გრენგუარს მიიჩნევენ ფრანგული პოლიტიკური კომედიის ფუძემდებლად.

გამოძახილი პოპულარულ კულტურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გრენგუარი ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟად გვევლინება ვიქტორ ჰიუგოს რომანში „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“[8] (1831).
  • იგი არის აგრეთვე მთავარი პერსონაჟი თეოდორ დე ბანვილის დრამაში „გრენგუარი“ (1866).
  • ფრანგულ-კანადურ მიუზიკლში „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ გრენგუარი არის ასევე მთავარი პერსონაჟი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. SNAC — 2010.
  3. Archives de littérature du Moyen Âge / L. Brun
  4. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  5. 5.0 5.1 https://www.biografiasyvidas.com/biografia/g/gringore.htm
  6. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  7. Zarifopol-Johnston, Ilinca (1995). To Kill a Text: The Dialogic Fiction of Hugo, Dickens, and Zola. U of Delaware P, გვ. 233 n.57. ISBN 9780874135398. ციტირების თარიღი: 30 April 2012. 
  8. Chassang, A. (1858). „Pierre Gringoire ou un poete dramatique au temps de Louis XII et de Francois Ier“. Jahrbuch für Romanische und Englische Literatur. 3: 297–. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-25. ციტირების თარიღი: 2017-04-23.