ოტაფისთავის მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოტაფისთავის მღვიმე
კოორდინატები: 42°55′19″ ჩ. გ. 41°32′19″ ა. გ. / 42.922028° ჩ. გ. 41.538722° ა. გ. / 42.922028; 41.538722
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 275 მ
სიგრძე 1050 მ
ტიპი კარსტული მღვიმე
ამგებელი ქანები კირქვა
ოტაფისთავის მღვიმე — საქართველო
ოტაფისთავის მღვიმე
ოტაფისთავის მღვიმე — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ოტაფისთავის მღვიმე

ოტაფისთავის მღვიმეკარსტული მღვიმე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სოფელ ოტაფის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 275 მ. გამომუშავებულია ზედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. ძირითადი დერეფნის საშუალო სიმაღლე 3,5 მ, სიგანე 4 მ, ჯამური სიგრძე 1050 მ. მღვიმეში გადის ნაკადული, რომელიც გზადაგზა აჩენს ტბებს. ამ ტბებში აქვს სათავე მდინარე ოტაფს. გვხვდება ნგრეული, მდინარეული და ორგანოგენური ნაფენები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]