ორდე დგებუაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ორდე დგებუაძე
დაბადების თარიღი 1905
დაბადების ადგილი ანაკლია, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 22 ნოემბერი, 1963(1963-11-22)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ

ორდე სოლომონის ძე დგებუაძე (დ. 5 სექტემბერი, 1905, ანაკლია, ახლანდელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი — გ. 22 ნოემბერი, 1963, თბილისი) — ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1923 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა ზუგდიდში, რის შემდეგაც გადმოვიდა თბილისში და მუშაობა დაიწყო კინოსტუდიაში. სამწერლო ასპარეზზე გვიან გამოვიდა. თითქმის ორმოც წელს იყო მიტანებული როცა გამოაქვეყნა პირველი წიგნი „დამნაშავენი“. მას ზედიზედ მოჰყვა მოთხრობები და რომანები: „მეორედ დაბადება“, „ამბავი ერთი ქალიშვილისა“, „უცნობი მეგობარი“, „ოთხი სიცოცხლე“, „დიდ გზაზე“, „ღვთისმშობლის მოტაცება“, „ჩაძირული თოლია“, „განთიადის დედოფალი“, „მგლის ბილიკი“ და სხვა, აგრეთვე კინოსცენარი „მე ვიტყვი სიმართლეს“, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა როგორც ჩვენში, ასევე საკავშირო ეკრანებზეც. ყოველივე ეს ნათლად მოწმობს ნიჭიერი მწერლის შრომისუნარიანობასა და განსაკუთრებით შემოქმედებით პოტენციალს.

ორდე დგებუაძემ თვალსაჩინო წვლილი შეიტანა ქართული დეტექტიური ჟანრის განვითარებაში. მისი ნაწარმოებები რთული და მრავალპლანიანია, ხასიათდება მკაფიო, რაც მეტ დინამიზმს ანიჭებს ნაწარმოებს.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 123, თბ., 1994