ომარ ტაკიძე
ომარ ტაკიძე | |
შუახევის მუნიციპალიტეტის მერი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 27 ოქტომბერი, 2021 [1] |
დაბადებული | 10 მაისი, 1973 ნაღვარევი (შუახევის მუნიციპალიტეტი), საქართველოს სსრ, სსრკ |
პოლიტიკური პარტია | „ქართული ოცნება“ |
საიტი | შუახევის მერია |
ომარ ტაკიძე (დ. 10 მაისი, 1973) — ქართველი პოლიტიკოსი, თანამდებობის პირი. შუახევის მუნიციპალიტეტის მერი 2021 წლის 27 ოქტომბრიდან.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაიბადა 1973 წლის 10 მაისს, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღვარევში. დაამთავრა შუახევის შოთა რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლა. 1991-1993 წლებში სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1996 წელს დაამთავრა დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ზოგადტექნიკური დისციპლინებისა და შრომის სპეციალობობით). 2003-2016 წლებში ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას. 2012-2014 წლებში ბათუმის საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს წევრი. 2016-2017 წლებში შპს „ეკონომიას“ დირექტორი. 2017 წლის ნოემბრიდან 2020 წლის 5 ოქტომბრამდე შუახევის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე. 2020 წლის 5 ოქტომბირიდან 2021 წლის აგვისტომდე შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი. 2021 წლის 27 ოქტომბრიდან შუახევის მუნიციპალიტეტის მერი.
თვითმმართველობის არჩევნები 2021[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნებს“ სახელით იყრიდა კენჭს შუახევის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად. მისი მთავარი კონკურენტი არჩევნებზე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი როინ ზოიძე. ტაკიძემ პირველ ტურში ხმათა 56,32% (5481 ხმა) მიიღო და გამარჯვება პირველ ტურში მოახერხა. [2]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 44 მუნიციპალიტეტის არჩეული მერი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა – ქართული ოცნება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-04-29. ციტირების თარიღი: 2023-04-29.
- ↑ არჩევნების შედეგები. ციტირების თარიღი: 2021-10-18.