შინაარსზე გადასვლა

ოლჰა ილკივი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოლჰა ილკივი
მშობლიური სახელი უკრ. Ольга Ільків
დაბადების თარიღი 12 ივნისი, 1920
სტრი, პოლონეთის მეორე რესპუბლიკა
გარდაცვალების თარიღი 6 დეკემბერი, 2021 (101 წლის)
ლვივი, უკრაინა
ეროვნება უკრაინელი
მოქალაქეობა უკრაინის სახალხო რესპუბლიკის დროშა უკრაინის სახალხო რესპუბლიკა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
უკრაინის დროშა უკრაინა
ალმა-მატერი სტრის გიმნაზია, ფშემისლის გოგონათა უკრაინული ინსტიტუტი, იაროსლავის გიმნაზია, ლვივის სამედიცინო ინსტიტუტი
საქმიანობა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე
პარტია უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაცია
ჯილდოები მთავრის ცოლ ოლღას III ხარისხის ორდენი

ოლჰა ილკივი (დ. 12 ივნისი, 1920, ქ. სტრი, ახლანდ. ლვივის ოლქი — გ. 6 დეკემბერი, 2021, ლვივი) — უკრაინის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე. სწავლობდა ამხანაგობა „მშობლიური სკოლის“ («Рідна школа») უკრაინულ გიმნაზიაში. 1936 წელს ჩააბარა გოგონათა უკრაინულ ინსტიტუტში ქალაქ ფშემისლში (პოლონეთი), საშუალო განათლება კრაკოვში დაასრულა. მონაწილეობდა იატაკქვეშა ახალგაზრდულ ორგანიზაცია „პლასტის“ საქმიანობაში. 1940 წელს მუშაობდა უკრაინის დახმარების კომიტეტში (ვარშავა). 1941 წელს ჩაირიცხა უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციაში (ბანდერელები). უკრაინის სახელმწიფოებრიობის აღდგენის აქტის გამოცხადების (30 ივნისი, 1941) შემდეგ იატაკქვეშა საქმიანობას ეწეოდა ლვივში, კერძოდ, 1942 წლიდან იყო უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციის ქალთა საქალაქო ქსელის გამავრცელებელი; 1944 წლიდან — დრაჰობიჩის რეგიონში ორგანიზაციის ქალთა ქსელის გამავრცელებლის მოადგილე, შემდგომში — სტანისლავის (ახლანდ. ივანო-ფრანკივსკის) ოლქის გამავრცელებელი. 1947 წლიდან მიაბარეს უკრაინის აჯანყებულთა არმიის მთავარსარდალ რომან შუხევიჩს. 1950 წლის 14 მარტს დააპატიმრეს ლვივში, 1951 წლის 24 ნოემბერს სსრკ უშიშროების სამინისტროს განსაკუთრებულმა თათბირმა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ქონების კონფისკაციასთან ერთად. სასჯელს იხდიდა ალექსანდროვსკოესა და ვლადიმირის ციხეებში (რუსეთი). 1957 წელს უარი განაცხადა გათავისუფლების სანაცვლოდ მონანიებაზე, 1964 წელს გათავისუფლდა შეწყალების შედეგად. დაბრუნდა ლვივში. მონაწილეობდა უკრაინელ ნაციონალისტთა კონგრესისა (1992) და უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციის (1993) დამფუძნებელ კრებებზე. 1995–2000 წლებში იყო სრულიად უკრაინის უკრაინელ ქალთა ლიგის თავმჯდომარის მოადგილე. 2003 წლიდან თანამშრომლობდა ლვივის საოლქო სათემო გაერთიანება „თავისუფლების კომიტეტთან“. ავტორია რიგი სტატიებისა რომან შუხევიჩის შესახებ. დაჯილდოებულია მთავრის ცოლ ოლღას III ხარისხის ორდენით (2008).[1]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნები
  • Ільків Ольга Фаустинівна. У тенетах двох «закриток»: поезія / Ольга Ільків. — Л.: Каменяр, 2011. — 183 с.: фотогр., ноти. — 1000 екз. ISBN 978-966-607-171-5.
სტატიები
  • Ільків Ольга Фаустинівна. «Роман Шухевич як літературний критик» // «Роман Шухевич: постать на тлі доби Воюючої України» (Т., 2005);
  • Ільків Ольга Фаустинівна. «Роман Шухевич у моєму житті» // «Літопис УПА. Т. 45. Генерал Роман Шухевич — „Тарас Чупринка“ Головний Командир УПА» (Торонто; Л., 2007);
  • Ільків Ольга Фаустинівна. «Провідник Роман Шухевич та жінки» // «Роман Шухевич: постать на тлі доби Воюючої України» (Т., 2005).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Полюга Л. Шляхами спогадів. 1944–1956. Л.; К., 2003.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Зайцев, Ю. Д.. Ільків Ольга Фаустинівна uk. Енциклопедія Сучасної України [Електронний ресурс] (2021). ციტირების თარიღი: 18 მარტი, 2023